1 კვირაზე მეტია, თბილისში 49 წლის ვაჟა ჯოჯიშვილს ეძებენ. ოჯახის ახლობლების ინფორმაციით, ის ნაძალადევის რაიონში მდებარე სახლიდან პარასკევს, 15 სექტემბერს გავიდა, თუმცა იმავე დღეს ის თემქაზე, კლინიკაში გადაიყვანეს.
„შაბათს, დილით, 9 საათზე გამოუშვიათ საავადმყოფოდან. მას მერე ეძებენ. პოლიციაც ჩართულია და კვალი არ ჩანს", - ამბობს ოჯახის ახლობელი „მთავარი არხთან“.
მისივე ცნობით, დაკარგული ბოლოს გუშინ, ლესელიძის მიმდებარე ტერიტორიაზე შენიშნეს. სამძებრო სამუშაოებში ჩართულია პოლიცია.
დაკარგულ მამაკაცს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ეძგვერაძეზე მის თანმხლებ პირებზე თავდასხმის საქმეზე 6 პირი დააკავეს
ოზურგეთში 62 წლის კაცს არასრულწლოვანის მიმართ გარყვნილი ქმედების მცდელობაში ადანაშაულებენ