Digest Logo

თბილისში ერთ-ერთი მშენებარე სასტუმროდან მუშა გადავარდა და დაიღუპა

1784897609
მუშა

თბილისში, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე ოპერის მოპირდაპირე მხარეს მშენებარე სასტუმროდან მუშა გადავარდა და ადგილზე დაიღუპა.

მომხდარის სხვა დეტალები უცნობია.

როგორც „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია.

აღნიშნული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე, აგრეთვე თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე ან უამისოდ.