
თბილისში, მტკვარში მანქანა გადავარდა.
როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, შემთხვევის ადგილზე შესაბამისი სამუშაობი მიმდინარეობს.
ამ ეტაპზე უცნობია რამდენი ადამიანი იმყოფებოდა ავტომობილში.
ადგილზე საპატრულო და სამაშველო ბრიგადებია მობილიზებული. ტერიტორია კი ყვითელი ლენტით არის შემოსაზღვრული.