Digest Logo

თბილისში შაურმით 7 ადამიანი მოიწამლა - გამოვლენილია აერობული მიკროორგანიზმები

1710510304
შაურმა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიდან შეტყობინება მიიღო კლინიკურად დადასტურებული საკვებისმიერი ინტოქსიკაციის ჯგუფური შემთხვევის შესახებ.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეპიდემიოლოგიური კვლევით დადგინდა, რომ შვიდმა ადამიანმა საკვებად მიიღო საშაურმე „დონ ჩიჩოს“ მიერ წარმოებული შაურმა.

შეტყობინების მიღებისთანავე, სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილმა პირებმა საშაურმეში (შპს „დონ ჩიჩო 2007“, ს/კ 405668004; მის: თბილისი, ვაჟა ფშაველას N59) სახელმწიფო კონტროლი (არაგეგმური ინსპექტირება) განახორციელეს.

საწარმოში კრიტიკული შეუსაბამობები არ დაფიქსირებულა, არაკრიტიკულ შეუსაბამობებზე კი გაიცა მითითებები გონივრული ვადის გათვალისწინებით.

„გარდა ამისა, სააგენტოს ინსპექტორებმა ლაბორატორიული კვლევის მიზნით აიღეს სხვადასხვა სახის სურსათის ნიმუში (ქათმის შაურმა, ქათმის შაურმისთვის განკუთვნილი შემწვარი ხორცი, სალათის ფოთოლი (გარეცხილი, დაჭრილი) და გაყინული ქათმის ბარკალი.

ლაბორატორიიდან მიღებული დასკვნის თანახმად, გამოვლინდა მიკრობიოლოგიური დარღვევები, კერძოდ: ქათმის შაურმა და შაურმისთვის განკუთვნილი ქათმის შემწვარი ხორცი დაბინძურებული იყო მეზოფილურ-აერობული და ფაკულტატურ-ანაერობული მიკროორგანიზმებით; ასევე აღმოჩნდა კოაგულაზა დადებითი სტაფილოკოკი და კოლიფორმები. კოლიფორმები გამოვლინდა სალათის ფოთოლშიც“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

საკვებისმიერი მოწამვლა არის დაავადება, რომელიც გამოწვეულია დაბინძურებული სურსათის მიღებით, უმეტეს შემთხვევაში, სურსათი დაბინძურებულია ბაქტერიებით ან ვირუსებით.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა არსებები უსახლდებიან ადამიანს ბიოველზე და რის და ვის წინააღმდეგ იყენებენ ისინი „მეზობლის“ ენერგიას

⭕თაკო ტაბატაძე შეყვარებულს დაშორდა?! - მორიგი სკანდალი მსახიობის ირგვლივ

⭕ზოდიაქოს 6 ნიშანი, რომელთათვისაც 2024 წლის გაზაფხული განსაკუთრებით წარმატებული და იღბლიანი იქნება - ასტროლოგები ასახელებენ