Digest Logo

თბილისში ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ცეცხლი ლიკვიდირებულია

1782573550
დიდუბე დიდუბე

თბილისში, მეტროსადგურის „დიდუბე“ ზედა მხარეს ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ცეცხლი ლიკვიდირებულია და ადგილზე სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.