Digest Logo

თბილისში ცოფის შემთხვევა დაფიქსირდა - სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში მყოფ პირებს ეძებს

1731071944
ცოფის ვირუსი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოდან მიიღო ინფორმაცია, აფრიკის დასახლებაში, ჭიჭინაძის ქუჩა #6 მიმდებარე ტერიტორიიდან ცხოველთა მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანილი უპატრონო ძაღლის სიკვდილის შესახებ, რომელსაც ლაბორატორიული ანალიზით ცოფი დაუდასტურდა.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, აღებული პათოლოგიური მასალა გამოიკვლია სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში, რის შედეგადაც დადასტურდა ცოფი.

სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის ვეტერინარმა ინსპექტორებმა, ინფექციის კერაში მყისიერად განახორციელეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები (ცხოველების ვაქცინაცია) და ცოფით დაავადებულ ძაღლთან შეხებაში მყოფი ცხოველების იდენტიფიცირება, რომლებიც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მიერ ზედამხედველობის მიზნით, გადაყვანილია მუნიციპალურ თავშესაფარში.

ამავდროულად აღნიშნულის შესახებ ეცნობა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრს და თბილისის გადამდებ დაავადებათა ეპიდზედამხედველობისა და კონტროლის მუნიციპალურ ცენტრს.

ჩატარებული მოკვლევის შედეგად იდენტიფიცირებულია დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფი 6 პირი, რომლებმაც უკვე მიმართეს სამედიცინო დაწესებულებას. თუმცა, ადგილობრივების განცხადებით, დაავადებულ ცხოველთან კონტაქტში იმყოფებოდა კიდევ რამდენიმე პირი, რომელთა ვინაობაც უცნობია. აღნიშნულის შესახებ, ეცნობა სამართალდამცავ ორგანოებს.

სურსათის ეროვნული სააგენტო დაავადებულ ცხოველთან შეხებაში მყოფ პირებს გამოხმაურებისა და დაუყოვნებლივ ვაქცინაციისკენ მოუწოდებს“, - ნათქვამია სააგენტო განცხადებაში.

 ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „კარგი დროა ბიზნესის წამოსაწყებად...“- 8 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

🎥 „მთვარის ენერგია ხელს უწყობს საინტერესო და მნიშვნელოვან საკითხებში ჩაძირვას“ - 7 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

„ცოცხალი რომ იყოს, ყველაფერი სულ სხვანაირად იქნებოდა ჩემს ცხოვრებაში...“ - ნინი ქარსელაძე მამას ემოციურად იხსენებს