Digest Logo

თბილისში წყალი შეწყდება - „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალური განცხადება

1793196119
ჯივიპი, წყალი

29 ოქტომბერს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ვაკის რაიონში, ყიფშიძის ქუჩა N5-ის მიმდებარედ, წყალმომარაგების სტაბილურობისთვის ქსელზე აუცილებელ სამუშაოებს ჩაატარებს.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც 29 ოქტომბერს, ღამის 23:00 საათიდან 30 ოქტომბრის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკის რაიონში: ყიფშიძის, აბულაძისა და გაბაშვილის ქუჩებს, ჭავჭავაძის გამზირის N37.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მოსახლეობას შექმნილი დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ლარი გამყარებას განაგრძობს - ვალუტის კურსი

🎥 „გაჯერებენ, რომ უკან უნდა დაბრუნდე, კიდევ ერთი გაკვეთილი გაიარო“ - მალხაზ გველუკაშვილი სიკვდილის შემდეგ პროცესზე

⭕ხელოვნური ინტელექტი და დოფამინ დამოკიდებულება: როგორ ცვლის AI ჩვენი ტვინის ჯილდოს სისტემას

✕