მეტაფიზიკოსი, ოკულტისტი მალხაზ გველუკაშვილი, რომელიც ხშირად დადის ტელე და ონლაინ გადაცემებში, ყოველთვის საუბრობს მეტაფიზიკაზე, ალტერნატიულ ცოდნაზე, ისტორიასა და ადამიანური ყოფის მისტიკურ მხარეებზე.
გველუკაშვილი ხშირად აკეთებს პროგნოზებსა და განმარტებებს საზოგადოებრივ თუ პოლიტიკურ პროცესებზე, რაც მედიაში ინტერესსა და დისკუსიას იწვევს.
მისი საჯარო იმიჯი მჭიდროდ არის დაკავშირებული ეზოტერიკულ და ოკულტურ თემებთან.
იგი ამჯერად ერთ-ერთი პოდკასტის სტუმარი იყო, სადაც სიკვდილის შემდეგ პროცესზე ისაუბრა:
„დღეს ძალიან მოდაშია ტიბეტური სიკვდილის წიგნი, მაგრამ ავიწყდებათ, რომ ტიბეტურ სიკვდილის წიგნამდე ბევრად ადრე სხვა სიკვდილის წიგნებია დაწერილი. 40-მდე ტექსტია ეგვიპტური სიკვდილის წიგნის და ამის გარდა, გნოსტიკური სიკვდილზე საუბრებიც არსებობს.
ეს კარგადაა ასახული იოანეს საიდუმლო წიგნში, სადაც ქრისტე საუბრობს. ისინი თვლიდნენ, რომ ადამიანი რომ კვდება, სანამ გადავა იქ, მას გზაზე აბამენ საკმაოდ ხნის განმავლობაში, იმიტომ, რომ ეს სამყარო ციხეა, მატერიალური სამყარო და აბამენ არხონტები. არხონტები დემიურგთან ერთად, ამ სამყაროს შემქმნელები არიან, მატერიალურ სამყაროსი. ჩვენ მათ ღმერთებს ვეძახით, მაგრამ არ არიან ღმერთები. შემოქმედი სხვა ვინმე აბსოლუტურად, ის, ვინც უმაღლესი საფეხურები შექმნა, გაბამენ და გაჯერებენ, რომ უკან უნდა დაბრუნდე, კიდევ ერთი გაკვეთილი გაიარო ახალ სხეულში, სხვისი სხეული არ არსებობს, შენ სხეულში ოღონდ, ახალ სხეულში, ხელმეორე დაბადება, ამას ბუდისტებმა და ინდუსებმა რეინკარნაცია დაარქვეს, მაგრამ რომ მოდიხარ, ყველაფერი უნდა დაგავიწყდეს, რომ გაკვეთილი გაიარო. ეს უკვე გელაპარაკება იმაზე, რომ შენ გარკვეულ ჩაკეტილ ციკლში ხარ ჩაკეტილი.
თუ შენ გაცნობიერებული ხარ, ისინი ვერ შეგაბამენ და მიდიხარ მარადიულობაში, სხვა სამყაროში, სიცოცხლე არ თავდება და ვერც დამთავრდება, ამის ათასობით ფაქტი არსებობს“, - ამბობს მალხაზ გველუკაშვილი.
ვრცლად, იხილეთ ვიდეო 👇
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხელოვნური ინტელექტი და დოფამინ დამოკიდებულება: როგორ ცვლის AI ჩვენი ტვინის ჯილდოს სისტემას
⭕აჭარის ტელევიზიის თანამშრომელი, ჟურნალისტი ინგა მებონია გარდაიცვალა