Digest Logo

🎥 „თბილისში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა იწყება... სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა უდიდესია“ - შალვა გოგოლაძე

1764786998
შალვა გოგოლაძე

რა გამოწვევები აქვს სპორტის სამინისტროს და როგორია უწყების გეგმები? - აღნიშნულ საკითხებზე გადაცემაში „პრაიმშოუ“ სპორტის მინისტრმა, შალვა გოგოლაძემ ისაუბრა:

„ძალიან ბევრი საამაყო სპორტსმენი გვყავს, მათი წარმატებები ყველამ დავინახეთ, განსაკუთრებით ბოლო 10 წლის განმავლობაში. ალბათ ერთ სტადიონსაც ვერ დაიტევს იმდენი კარგი სპორტსმენი გვყავს. გვინდა რომ მათი პირობები გავაუმჯობესოთ და თითოეულ სპორტსმენს მეტი შესაძლებლობა ჰქონდეს, ვიდრე ახლა აქვს.

სპორტის სამინისტროს დიდი გამოწვევა აქვს, მათ შორის პირველი არის ინფრასტრუქტურა. ჩვენ მომავალი 4 წლის განმავლობაში 2 მილიარდ ლარს დავხარჯავთ, იმისათვის რომ ყველა მუნიციპალიტეტში აშენდეს მულტიფუნქციური სპორტული კომპლექსები. თბილისში UEFA-ს მეოთხე კატეგორიის სტადიონის მშენებლობა იწყება. სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერა უდიდესია“, - აღნიშნა შალვა გოგოლაძემ.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „12 წლის წინ გავხდი მამა... ხშირი კომუნიკაცია არ გვაქვს, შევძელით ერთად ყოფნა, სულ რამდენიმე საათით“ - საბა საფარელი შვილზე

🎥 „დედა ზის და ჩაბღაუჭებულია მის შვილს...ასეთი გონების ქალი ღვთისმშობლის ხატს არის ამოფარებული...“ - რატომ ხდება ოჯახში რძლისა და დედამთილის დაპირისპირება?

⭕ექიმი არჩილ მარშანია BBC-ს სტატიაზე: დემონსტრაციების დაშლისას გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება „კამიტი?“ - არა!