Digest Logo

🎥 „დედა ზის და ჩაბღაუჭებულია მის შვილს...ასეთი გონების ქალი ღვთისმშობლის ხატს არის ამოფარებული...“ - რატომ ხდება ოჯახში რძლისა და დედამთილის დაპირისპირება?

1764776549
კონფლიქტი ოჯახში

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, სადაც ერთ-ერთი ფეისბუკ მომხმარებელი, რომელიც „სამაიას“ სახელით არის დარეგისტრირებული ოჯახურ თემებზე საუბრობს.

ვიდეოში მიმოხილულია დედისა და ბიჭი შვილის ურთიერთობა. ქალისა და დედამთილის დაპირისპირებები და ახსნილია რატომ ხდება კონფლიქტები ოჯახში:

„ბევრს გვაქვს პრობლემა ოჯახში, ამიტომ გადავწყვიტე გაგიშალოთ ეს თემა და მსხვერპლი გააზრებულად გაიღოთ. პირველ რიგში ერთ-ერთ თაობას გაუცრუვდა იმედი და მოლოდინები. სასაცილო არ არის, რადგან მძვინვარებს ეს თაობა.

ეს რელიგიური პროგრამა და ფროიდისეული ცოდვათა საკითხები დედასა და ბიჭი შვილის ტოქსიკურ, არაჯანსაღ ურთიერთობაზე, სადაც დედა ბიჭ ამორჩეულ შვილს ამზადებს ქმრის ადგილზე. რადგან 10-16 წლის ასაკში არ მოხდა წყვეტა მათი ურთიერთობისა. მამა სვამდა ან ქალებში დადიოდა, სულ მუშაობდა, ამ ქალს ერთგულ პარტნიორად და თანამეცხედრედ მიიჩნევენ. ასეთი დედები გარდატეხის ასაკში შვილებთან ერთადაც იძინებენ. 23 წლის იყო ჩემი მეუღლე, როცა დედამისი გვერდით ეწვა და სიცხეს უზომავდა.

ღვთაებრივი არსით დედა მნიშვნელოვანია 27-33 წლამდე, მაგრამ არა ამ კონცეფციასა და მოცემულობაში, რადგან 23 წლის ბიჭს უკვე საღად უნდა შეეძლოს საკუთარი სიცხის გაზომვა და საკუთარი სიცხის რეგულირება. სიცხე არაფერი არ არის გარდა შლაკების ამოძრავებისა.

რელიგიურად დაპროგრამებულია, რომ დედა წმინდაა, რადგან იგი ქალიშვილი გათხოვდა და ქალიშვილს შეეძინა შვილი. მაგრამ ამავდროულად ყველა ჭორიკანა მეზობელთან ჭორაობს. ყველას ურთიერთობაზე ჭორაობს. ვინ ვისთან იყო ყველაზე ჭორაობს, მისი გონება ნამდვილად არ არის ქალიშვილი. მის გონებაში უთარეშია მილიონ ქცევას და საზიზღრობას.

ასეთი გონების ქალი ღვთისმშობლის ხატს არის ამოფარებული. უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება ნამდვილად გაიღებთ თუ არა მსხვერპლს. მსხვერპლი აუცილებელია, რომ ერთ-ერთმა თაობამ გაიღოს მსხვერპლი და მოერგოს ოჯახს. შენ არ ხარ ახლა ღვთისმშობელი, რადგან ღვთისმშობელი შენი რძალია, რომელმაც ახლა შვილი გააჩინა. ახლა ჰყავს ღვთაება გაჩენილი და მას უვლის. ბევრს ეს არ ეშლება და ზრუნავენ, თუმცა ბევრი ცდილობს რძალი ავად გახადოს და მოიშორონ, მათ შორის ჯადოებით. ქალებზეა აკიდებული ქმრების ცოდვები.

ასეთი დედა ზის და ჩაბღაუჭებულია მის შვილს. ჯერ კიდევ გამოსდით რაღაცების ჩახლართვა. უმზადებენ შვილებს გამაბრუებელ სასმელებს, უსხამს დედა შვილს ღვინოს რადგან გააბრუოს. ექცევა როგორც ქმარს. ვისაც გარდაცვლილი ჰყავს ისინი ჰო საერთოდ.

კაცისთვის ცოლი პირველი უნდა იყოს. თუ ფროიდმა გითხრა ჯერ დედა არისო? ამით დაგშალა სისტემამაც და რელიგამაც. ამიტომ ხარ მაჩანჩალა. ამ ეპოქაში ქალები ბევრად გადარჩენილები არიან, რადგან კაცებმა დედები დატოვეს და ცოლები აირჩიეს. არიან ისინი, რომლებმაც ვერ დატოვეს. თქვენი შვილები დაგტოვებენ“, - ამბობს ვიდეოში „სამაია“.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ექიმი არჩილ მარშანია BBC-ს სტატიაზე: დემონსტრაციების დაშლისას გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება „კამიტი?“ - არა!

⭕„ასეთ დროს ბრძოლისთვის მომზადება რთულია...“ - შონ ო'მალის მხარდაჭერა ილია თოფურიას

🎥 „განწყობით დავიკელი 12 კილო, ჭამისთვის არ მომიკლია...“ - რას ჰყვება თამარ ალადაშვილი