Digest Logo

🎥 „12 წლის წინ გავხდი მამა... ხშირი კომუნიკაცია არ გვაქვს, შევძელით ერთად ყოფნა, სულ რამდენიმე საათით“ - საბა საფარელი შვილზე

1764777557
საბა საფარელი

მომღერალი დაბა საფარელი, რომელსაც საზოგადოება წლებია იცნობს, სოციალურ ქსელში შვილთან ერთად გადაღებულ ვიდეოს აქვეყნებს.

„ზუსტად 12 წლის წინ გავხდი მამა, შიოს დაბადებას დავესწარი და სახელიც მე დავარქვი, მეამაყება რომ შიოს მამა ვარ, ვინც იცნობს მას, მან იცის რატომ ვარ ამით ამაყი“, - წერს საბა საფარელი ვიდეოზე და ამავდროულად  შვილთან ურთიერთობაზე საუბრობს:

„ჩემი პროფესიიდან და ობიექტური მოცემულობიდან გამომდინარე, შევძელით ერთად ყოფნა, სულ რამდენიმე საათით. მიუხედავად ამისა, შევძელი სხვადასხვა მნიშვნელოვან თემაზე მასთან საუბარი, რადგან ხშირი კომუნიკაცია არ გვაქვს. ეს თემები მას გამოადგება ზნეობრივად, მორალურად, გაზრდის ცხოვრებისეულად. გამოცდილებით გაამდიდრებს.

ჩვენ ვისაუბრეთ წმინდა მეფე ვახტანგ გორგასალზე, წმინდა მეფე თამარის ცხოვრებაზე. ასევე წმინდა ნინოს შევეხეთ. მოციქულებს, როგორ გააქრისტიანეს საქართველო და რამდენმა მოციქულმა იქადაგა აქ ქრისტიანობა. ვისაუბრეთ ავტოკეფალიაზე, ასევე ეგზარქატის 100 წლიან პერიოდზე, რასაც გვიშვებოდნენ რუსი ეგზარქოსები, როგორ მოგვპარეს სიწმინდეები და გაგვინადგურეს ავტოკეფალიის დამადასტურებელი ქარტია. რად გადააქციეს ქართული ეკლესია იმ პერიოდში.

ასევე ვისაუბრეთ ფიროსმანზე, მის მხატვრობაზე, მის სტილზე, ტილოებზე. მეგობრობაზე, ძმაკაცობაზე და ძალიან ვთხოვე, რომ ცხოვრებისეული მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები დამოუკიდებლად არ მიიღოს. აუცილებლად რჩევით მიიღოს და რჩევა ჰკითხოს, მამას, დედას, ბებიას, ბიძას, ბაბუას და შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილებები, რადგან ჯერ არ გააჩნია ცხოვრებისეული ცოდნა და გამოცდილება. ყველაფერი მაგრად იქნება“, - ამბობს საბა საფარელი ვიდეოში.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედა ზის და ჩაბღაუჭებულია მის შვილს...ასეთი გონების ქალი ღვთისმშობლის ხატს არის ამოფარებული...“ - რატომ ხდება ოჯახში რძლისა და დედამთილის დაპირისპირება?

⭕ექიმი არჩილ მარშანია BBC-ს სტატიაზე: დემონსტრაციების დაშლისას გამოიყენეს აკრძალული ნივთიერება „კამიტი?“ - არა!

⭕„ასეთ დროს ბრძოლისთვის მომზადება რთულია...“ - შონ ო'მალის მხარდაჭერა ილია თოფურიას