თბილისის ვაკის მაცხოვრის ფერიცვალების სახელობის ტაძარში უფასო მაღაზია გაიხსნა.
მსგავსი ტიპის მაღაზია მსოფლიოს ბევრ ქალაქშია. თუმცა ჩვენს დედაქალაქში აქამდე არ ყოფილა. პატარა მწვანე მაღაზია ხალხისა და ყველა კეთილის მსურველის მეშვეობით საკვებით დაეხმარება მათ, ვისაც ეს სჭირდება.
ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ შალვა კეკელიას კურთხევითა და მრევლის წევრის, თამარ ვახტანგიშვილის ორგანიზებით, პირველ უფასო მაღაზიაში ყველას შეუძლია ყველანაირი პროდუქტის, მედიკამენტისა თუ სხვა დახმარების მიტანა და ჩაბარება.
როგორც ტაძრის ფეისბუკგვერდზე ვკითხულობთ: „აქ ყველას შეუძლია მოსვლა როგორც დახმარების გასაწევად, ისე მისაღებად“.
უფასო მაღაზია იმუშავებს ყოველ კვირას, დილის 11 საათიდან.
ასევე დაგაინტერესებთ
🔵„არ დააბანდოთ ან გაასესხოთ ფული, არ მოაწეროთ საბუთებს ხელი...“ - ასტროლოგის გაფრთხილება