Digest Logo

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგაშოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეხუთე ტური გაიმართა

1728364380
„COVER შოუ“

ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში მეგაშოუ „COVER შოუს“ პირველი სეზონის მეხუთე ტური გაიმართა.

დღევანდელ ეპიზოდში მაყურებლისა და ჟიურის წინაშე 7 ახალი მონაწილე წარდგა. მათ ცნობილი მომღერლების ჰიტები შეასრულეს.

კონკურსის წესების თანახმად, პირველი ოთხი ტურის შედეგებით, 9 კაბინეტიდან ადგილი დაკავებული ჰქონდა ცხრავე მონაწილეს. მათი მთავარი ამოცანა უკვე მოპოვებული ადგილების შენარჩუნებაა. ახალი კონკურსანტები კი მათი ადგილებისთვის იბრძვიან.

ახალი 7 კონკურსანტიდან ჟიურის მოწონება ოთხმა დაიმსახურა. მაყურებელმა კი გადაწყვიტა, უკვე შევსებული ცხრა მონაწილიდან, დუელი ვისთან უნდა შემდგარიყო. ახალ მონაწილეს, მარიამ კოტრიკაძეს დუელში ვიოლეტა მგალობლიშვილი დაუპირისპირდა. მან თავისი სივრცის შენარჩუნება შეძლო. ჯეკო გოგიტიძე კი დუელში პირველ კაბინაში მყოფ ანანო ღიბრაძეს დაუპირისპირდა და პირველი სივრცე დაიკავა. დუელები ასევე გაიმართა ლევან მეტრეველი - თეონა დოლნიკოვასა და სერგი როსტომაშვილი - გიორგი ლაფაჩიშვილს შორის, ორივე ძველმა მონაწილემ, თეონამ და გიორგიმ თავიანთი სივრცეების შენარჩუნება მოახერხეს.

პროექტისთვის სცენა და დეკორაციები Black sea Arena-ზეა მოწყობილი. პროექტში სულ 60 შემსრულებელი მონაწილეობს.

ჟიურის წევრები არიან ნიკა ნიკვაშვილი, ანრი ჯოხაძე, ლიზა ბაგრატიონი და კახაბერ ცისკარიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

როგორ გამოიყურება ორსული ანასტასია ბენდუქიძე, რომელიც შვილს დღე-დღეზე ელოდება

13 ოქტომბერს პლანეტა პლუტონი რეტროგრადულ მოძრაობას ასრულებს - ზოდიაქოს რომელი ნიშნისთვის დაიწყება ტრანსფორმაციისა და სიახლეების ეტაპი

„მიყვარხარ და მეამაყები... მადლობა ღმერთს, რომ შენი თავი მაჩუქა“ - ვარლამ ლიპარტელიანი შვილის ფოტოს აქვეყნებს