Digest Logo

„თემო, რატომ არ იღებ? რით დავიმსახურე ეს სასჯელი, 2 დღეა გირეკავთ, სად ხარ? რამე რომ მოგივიდეს, მოვკვდები...“ - უმძიმესი შეტყობინებები აგვისტოს ომიდან

1786136227
შეტყობინებები ომის დროს

ვაზიანის IV ქვეითი ბრიგადის 42-ე ბატალიონის 1-ელი ასეულის მეთაურის - გიორგი ჭინჭარაძის თქმით, მათმა ნაწილმა უდიდესი დანაკარგი განიცადა. მათ ცხინვალის ბრძოლისას ალყაში მოხვედრილი ქართველი სამხედროების გამოხსნა და ობიექტის, ბაღის შენობის, შენარჩუნება მოუწიათ.

დაიღუპა 60 ადამიანი.

გამოცემა „ამბებმა“ რეალური ფაქტების რეკონსტრუქციით შექმნა ვიდეო, სადაც ნათლად ჩანს ომის გმირის, თემოს და ოჯახის წევრების კომუნიკაცია.

მათი სატელეფონო კავშირი სულ რამდენიმე დღით გაგრძელდა... 

2008 წელი 7 აგვისტო...

21:45 (ლიზიკო თემოს)

თემო, გირეკავდი, რატომ არ იღებ?

22:15

მომწერე რა, გთხოვ, ვნერვიულობ.

22:20 თემო:

ბიჭებთან ვერ გელაპარაკე. მშვიდობაა, რა განერვიულებს, ბავშვები რას შვრებიან?

22:22 ლიზიკო:

სძინავთ უკვე. ეს მამუკა რა მშიშარა ყოფილა, გაზის ბალონი მოხსნა და სადღაც წაიღო, რუსებმა არ დაგვბომბონო. ჭურვი თუ დაგვეცა გაზის ბალონი გინდ ყოფილა გინდ არა.

22:23 თემო:

ეგ რა როჟაა, დამიკოცნე ბავშვები, მშვიდობაა, რა ომი, სწავლებები გვაქვს უბრალოდ.

22:24 ლიზიკო:

ხვალ დამირეკე კაი? მიყვარხარ.

22:24 თემო:

მეც

13:30 (დედა)

სად ხარ, დედი? დილიდან გირეკავთ, ლამისაა გული გამისკდეს. ათასი დეზინფორმაცია ვრცელდება. ამბობენ ცხინვალში მიჰყავთო. მაღაზიები დაკეტეს, რუსი სამხედროები არ შემოვიდნენო.

22:27 თემო:

რამდენი გირეკიათ, დე. რას პანიკიორობთ. ეს ოხერი ტელეფონი ძლივს დავტენე. სადღაც გადაკარგულ სოფელში ვართ, ვემზადებით.

22:30 დედა:

ცხინვალში მიყვხართ დედი? რა ვქნა, რა წყალში გადავვარდე.

22:31 თემო:

წავალთ და ჩამოვალთ, ნუ იგრუზებით, ყველაფერი კარგად იქნება. წავედი, როცა შევძლებ მე თვითონ მოგწერ და დამშვიდდით.

08.08.08

07:20 (დავითა)

თემო, როგორ ხარ, ძმაო, მშვიდობა გაქვს?

07:21

თემო, რა ხდება ბიჭო მანდ? ვნერვიულობთ ბიჭები.

08:00 თემო:

რა ვიცი დავით, არაა კაი ამბავი, სიმაღლეებიდან ისვრიან უკვე. დაჭრილები გვყავს.

09:15 დავითა:

ვაჰ, ამათი დედაც, ჩვენ გორში ვდგავართ.

09:16 თემო:

ტურებივით ღამე გამოდიან ეს დედამო$$ნულები, ხალხიც პანიკაშია, წავიდნენ თუ დარჩნენ არ იციან.

09:18 დავითა:

ბარდაგია, ბლიად, პატრონი არავინაა.

09:23 თემო:

ღმერთი ჩვენკენ იქნება.

10:16 ლიზიკო

თემო, ანძა დააზიანესო თუ რაღაც, არ იჭერს ტელეფონი, ძალიან ვწვალობ, მომწერე, გთხოვ.

10:45

ხაშურში გზა გადაკეტეს, გარეთ არავინ არ გადის. ბომბდამშენებმა გადაგვიფრინა თავზე. გორისკენ მიფრინავდა. საშინელება იყო. მამუკამ ბავშვებს ყურები აუხვია ნაჭრით, არ დაყრუვდნენო.

10:55 თემო:

რას ამბობ, ფრთხილად იყავით, ტელეფონი სულ დამჯდარია, დატენვის დრო არაა.

10:56 თემო:

თქვენზე ფიქრი მაძლიერებს, ერთი სული მაქვს ჩაგეხუტოთ.

10:59 ლიზიკო:

ღმერთო, მალე მორჩეს რა ყველაფერი, აღარ შემიძლია. ზურგჩანთა გავამზადე, საჭირო ნივთები ჩავდე თუ რამე ტყეში გავიქცევით.

11:31 თემო:

ბავშვები არ შეაშინოთ, ყველაფერი კარგად იქნება. მამუკა დააწყნარეთ კიდე

16:35 დავითა

გვბომბავენ ეს ჩემისები, ძაან ცუდი სიტუაციაა, მანდ რა ხდება.

17:05

თემო სად ხართ

19:05 თემო:

ბიჭო, თავა დამიბრიდეს, მელაპარაკებოდა და ჩემ თვალწინ რაღაცამ შუაზე გადაჭრა.

19:15 დავითა:

აუ, არ მითხრა რა, რუსთაველა დაჭრილი კახელოს გამოსაყვანად წავიდა და ნაფლეთებად იქცა.

23:55 თემო დედას...

დე, ცოცხალი ვარ...

09.08.08

10:45 დავითა

თემო, ცოცხლები ხართ? ცხინვალში რა ხდება?

10:50

ყველგან რუსები არიან. ფრონტის ხაზი აღარაა.

14:25 ლიზიკო

თემო, მიაკომ მამა დამალაპარაკეო, სადააო, სამსახურშია-თქო. დილიდან გეძებს. როგორ ხარ?

15:27

თემო იმედია ტელეფონი დაგიჯდა, რომ ჩართავ დამირეკე.

22:25 დავითა

ბიჭო სად ხარ რა ხდება, ჩვენ გორისკენ წავედით.

10.08.08

02:45 ლიზიკო

თემო ჩემო სიყვარულო, რით დავიმსახურე ეს სასჯელი 2 დღეა გირეკავთ და სად ხარ?

02:52

გაგვეცი ხმა თემო, რამე რომ მოგივიდეს მოვკვდები, რომ არ დაბრუნდე არ გაპატიებ.

რუსეთ-საქართველოს ომიდან 18 წელი გავიდა. 2008 წლის 8 აგვისტოს, პირველად ცივი ომის შემდეგ რუსეთის ფედერაციამ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ ღია სამხედრო აგრესია განახორციელა, რის შემდეგაც მის მიერვე ოკუპირებული რეგიონების ე.წ. დამოუკიდებლობა აღიარა.

ასევე დაგაინტერესებთ:

აგვისტოს ომში დაღუპულთა სრული სია

პოლიტიკოსთა სია, რომლებმაც აგვისტოს ომის დროს სამშობლო დატოვეს

აგვისტოს 5 დღე - 18 წელი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან