მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე სოციალურ ქსელში ამინდის განახლებული პროგნოზის შესახებ წერს, მისი თქმით საქართველოში ჰაერის ტემპერატურა საგრძნობლად მოიმატებს და +35 გრადუსამდე დაცხება.
„გილოცავთ!
წვიმის, სეტყვის და ზოგადად არსებული უამინდობის შემდეგ გამყარდება ანტიციკლონი, რომელიც საქართველოში ზაფხულის არომატით პირველ ნამდვილ სიცხეს მოიტანს...
ამრიგად, ხვალიდან დაიწყება და ერთ კვირას გაგრძელდება მთელს ქვეყანაში მზიანი დღეები, ახალი თვე ფაქტობრივად დაიწყება იმ ანტიციკლონის ნიშნის ქვეშ, რომელიც ნამდვილად გვაკლდა.
ჰაერის ტემპერატურა მომდევნო კვირის ცალკეულ დღეებში +33, +35 გრადუსს მიაღწევს, სიცხის ფონზე ღამის საათებში ზოგან შესაძლებელია ხანმოკლე წვიმა, მაგრამ დღის განმავლობაში ძირითადად მზის სხივებით იქნება სავსე ჩვენი გარემო.
გისურვებთ მზიან დღეებთან ერთად ბევრ ბედნიერ წუთს“,- წერს კობა ფარტენაძე.
⭕აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ჩემთვის მიუღწეველი მწვერვალი იყო საქართველოს ეროვნულ ნაკრებში მოხვედრა...“ - მერაბ შარიქაძე
⭕„სისუფთავე, სხეულის გარდა, სულსაც სჭირდება...“ - რას წერს გია მურღულია