Digest Logo

ტემპერატურა 35 გრადუსს მიაღწევს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი

1785569327
ამინდი ამინდი

საქართველოში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტეს რეგიონში ცხელი და უმეტესად მზიანი ამინდია მოსალოდნელი. სინოპტიკოსების პროგნოზით, დაბლობ რაიონებში ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში +33...+35 გრადუსამდე მოიმატებს, ხოლო ღამით +21...+23 გრადუსის ფარგლებში იქნება.

დედაქალაქ თბილისში მომდევნო რამდენიმე დღის განმავლობაში ძირითადად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. დღის მაქსიმალური ტემპერატურა +33...+35 გრადუსს მიაღწევს, ღამით კი +22 გრადუსის ფარგლებში შენარჩუნდება.

შავი ზღვის სანაპიროზე, მათ შორის ბათუმში, შედარებით გრილი ამინდი იქნება. ჰაერის ტემპერატურა დღისით +28...+31 გრადუსის ფარგლებში იმერყევებს, ზღვისპირა ზონებში კი ცვალებადი ღრუბლიანობაა მოსალოდნელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„დილა აუცილებლად ფიზიკური აქტივობით დაიწყეთ, იცეკვეთ, ივარჯიშეთ...“ - თაკო მელიქიშვილი პირველი აგვისტოს ენერგიებზე

„არახელსაყრელია ქორწილი, ფუნდამენტის ჩასხმა, მიწის სამუშაოები“ - 1-ელი აგვისტოს პროგნოზი ფენშუის მიხედვით