Digest Logo

🎥 „თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო“ - გელა დაიაური გარდაცვლილ მეუღლეზე

1794730261
 გელა დაიაური

მუსიკოსი და პოეტი გელა დაიაური გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ გარდაცვლილ მეუღლეს, მომღერალ თეონა ქუმსიაშვილს იხსენებს.

როგორც დაიაური აღნიშნავს, მიუხედავად იმისა, რომ თეონა საზოგადოებამ დიდ მომღერლად გაიცნო, ძალიან ცოტამ იცოდა მისი, როგორც დედისა და განსაკუთრებული ადამიანის შესახებ.

„არსებობს წარმოდგენა თეონა ქუმსიაშვილზე, როგორც დიდ მომღერალზე, მაგრამ ძალიან ცოტა იცნობს მას, როგორც დედას, როგორც ქალს. ხშირად ვიმეორებ, თეონა თავის დიდ შემოქმედებაზე მილიონჯერ დიდი ადამიანი იყო. ასეთი ადამიანი მე არ შეხვედრია ცხოვრებაში. როგორ შეეძლო სიკეთის კეთება... მაღაზიაში რომ შევიდოდით, მეზობელს ბევრი შვილი ჰყავს და იმათაც ხომ უნდა ვუყიდოო, ამბობდა.

საერთო ჯამში, სამი წელი ვიცხოვრეთ ერთად, სამ წელიწადსაც ვერა. უცებ ვიგრძენი, რომ ნამდვილად ბედნიერი ვიყავი ცხოვრებაში. ყველაფერი მიხაროდა გარშემო, რაც ხდებოდა - ყოველი წამი, ყოველი წუთი“, - ამბობს გელა დაიაური.

ინფორმაციისთვის, გელა დაიაურის მეუღლე, მომღერალი თეონა ქუმსიაშვილი და მათი ორი ვაჟი, 2010 წლის 22 ივ­ლისს მუ­ცოს ხე­ო­ბა­ში უბედურ შემთხვევას ემსხვერპლნენ.

ვრცლად, იხილეთ ვიდეო:

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ „ცხოვრებაში ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაბიჯს ვდგამ“ - რა გადაწყვეტილება მიიღო „იუთუბერმა“ გიგი ქათამაძემ?

⭕ გიგა ჭიკაძე RAF-ის ივენთზე დამარცხდა

⭕ „მოსალოდნელია ემოციურად დატვირთული საუბრები...“ - 15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

✕