Digest Logo

🎥 თერაპიული ზღაპრები და იგავები, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებს პრობლემების დაძლევაში ეხმარება - სპეციალისტის რჩევები

1741933625
ნინო კანდელაკი

თერაპიული ზღაპრები და იგავები, რომლებიც ბავშვებსა და მოზარდებს პრობლემების დაძლევაში ეხმარება - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ფსიქოთერაპევტმა ნინო კანდელაკმა ისაუბრა:

„ფსიქოთერაპიაში ერთ-ერთი ძლიერი თემა არის ზღაპრით თერაპია, როგორც ბავშვებთან, ისე დიდებთან. ბევრი წელია ამ თერაპიას ვიყენებ. დამიგროვდა ძალიან დიდი მასალა, ზოგს მე თვითონ ვადგენდი, ზოგს ვთარგმნიდი. ქართულად პირველად გამოვა ახლა მალე. ჯერ ასეთი კრებული თერაპიული არ იყო. გავაკეთეთ „იუთუბის“ არხი, რომელსაც „თერაპიული ზღაპრები და იგავები“ ჰქვია, იქ ვდებთ ბავშვებისთვის ცალკე, მოზრდილებისთვის ცალკე.

საერთოდ ზღაპარი არის შთაგონების ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა. არქეტიპულია  ზღაპარი, ყველა ზღაპარში ცხოვრებისეული სწორი სტრატეგიები აქვს. თერაპიულ ზღაპარს სხვა სტრუქტურა აქვს, უნდა შევარჩიოთ სწორი სიტყვები და მეტაფორები, რომლებიც ქვეცნობიერამდე მიდის. ისეთი ზღაპრები იწერება ჩვენთან აღფრთოვანებული ვარ“, - ჰყვება ნინო კანდელაკი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„წვავთ სანთლის ალზე შემდეგი სიტყვებით...“ - რიტუალი ქეთი ოდიშელისგან, რომელიც მთვარის დაბნელებისას სრულდება

⭕დღეს მთვარის დაბნელებაა! - რისი გაკეთება შეიძლება, რისი არ შეიძლება და რა გავლენას მოახდენს ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე?

⭕+29 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში