რუმინული „კრაიოვას“ ფეხბურთელმა ანზორ მექვაბიშვილმა შესაძლოა კარიერა ამერიკაში გააგრძელოს.
როგორც ემანუელ როშუ იტყობინება, „ჩიკაგო ფაირი“ დაინტერესებულია 25 წლის ქართველი ნახევარმცველით და მზადაა ბონუსების ჩათვლით 2.2 მილიონი ევრო გადაუხადოს რუმინულ კლუბს, რომლის პასუხი ჯერ უცნობია.
თუ ტრანსფერი შედგება, მექვაბიშვილი რობერტ ლევანდოვსკის თანაგუნდელი გახდება, რომელიც „ჩიკაგომ“ ორი დღის წინ დაიმატა.
გასულ სეზონში ანზორ მექვაბიშვილმა „კრაიოვას“ რიგებში 50 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რომლებშიც 4 გოლით და 10 საგოლე პასით გამოირჩა. მან გუნდთან ერთად რუმინეთის ჩემპიონატი და თასი მოიგო.
⭕ ასევე დაგაინტერესეთ:
⭕ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღავლენს
⭕ სოხუმში, ზღვაში ბანაობის დროს 13 წლის მოზარდი დაიღუპა
⭕ ყველაზე ალერსიანი და ნაზი კაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით - „ყოველთვის მიართმევენ ყავას საწოლში“