Digest Logo

„თითქოს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაპერწკალი გაქრა“ - ოთარ კიტეიშვილი თურქეთთან მარცხის შემდეგ

1760507045
 ოთარ კიტეიშვილი

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა თურქეთთან წაგებული 4:1 მატჩი შეაფასა.

„დასანანია და ყველა განვიცდით. ყველამ ჩვენს თავში უნდა ჩავიხედოთ და აღვიქვათ კარგად ის, რომ საქართველოს ნაკრებს წარმოვადგენთ.

თითქოს, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ის ნაპერწკალი გაქრა, რაც გვქონდა და ამის დაბრუნება აუცილებელია, რადგან ისე არაფერი გამოვა. დღესაც ძალიან დავიჩაგრეთ.

ასე ვერ გავაგრძელებთ, უნდა ვიპოვოთ ის ძალა, რითაც განვვითარდებით და გავაგრძელებთ შრომას.

ერთმანეთთან ყოფნა გვიხარია, ნაკრებში კარგი განწყობაა, მაგრამ თვითონ მოედანზე, ეს ერთიანობა არ არის“, - განაცხადა კიტეიშვილმა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მგონი, რაღაცები დაგვავიწყდა, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ და ვიცოდეთ, სად ვართ “ - სანიოლი თურქეთთან მატჩის შემდეგ

⭕15 ოქტომბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობა, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

წყარო: lagazzetta.ge