კვირას 5 აპრილის გადაცემაში „ნოესთან“ უმძიმესი ავარიის დროს გადარჩენილი გოგო ლიკუნა კუჭუხიძე იქნება სტუმრად.
როგორც გადაცემის ანონსიდან ჩანს, ლიკუნა იმ უმძიმეს ავარიას იხსენებს და მეუღლეზე საუბრობს, რომელიც სწორედ ამ ავტოსაგზაო შემთხვევამ იმსხვერპლა.
„ქორწილის მაგიდაზე რომ ვიჯექით ერთმანეთს ვუყურებდით და ვეუბნებოდით ნუთუ ჩვენ ეს შევძელით. ვერ ვიჯერებდით იმას, რომ მე პატარძალი ვიყავი ბაჩო კი სიძე იყო. თითქოს რაღაცას გრძნობდა, რადგან უნდოდა, რომ ყველაფერი მოესწრო.
ბაჩო, როცა გადმობრუნებულ მანქანაში იყო თურმე ამბობდა, ლიკას მიმხედეთო. ადამიანი რა გრძნობით უნდა გიყვარდეს, ტოვებ ამ სამყაროს და მაინც შენ საყვარელ ადამიანზე ფიქრობ.
ისე ცუდად ვყოფილვარ მე თურმე ყველანი ჩემ გარდაცვალებას ელოდებოდა“, - იხსენებს ლიკუნა კუჭუხიძე.
ცნობისთვის, უმძიმესი ავარია, 24 ოქტომბერს, სამტრედია-აბაშის გზაზე მოხდა, რასაც ლიკას მეუღლის, 19 წლის დედისერთა ბიჭის, ბაჩო ლასარეიშვილის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახალგაზრდა სამწუხაროდ კლინიკაში მიყვანამდე გარდაიცვალა. მას სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა.
ხოლო 18 წლის გოგონა, ლიკა კუჭუხიძე, რომლის გადარჩენას უფალს მთელი საქართველო შესთხოვდა, უფლის წყალობით გადარჩა.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕„ძმები, გიო და რეზი“ - ქეთი წიქვაძე შვილების ფოტოებს გვიზიარებს