Digest Logo

„ტიტულის დაცვა სექტემბერში, გავხდები პირველი მებრძოლი, ვინც ჰოლოუეის ნოკაუტით დაამარცხებს“- ილია თოფურია

1713471691
ილია თოფურია

UFC-ს ქვემსუბუქი წონის მოქმედმა ჩემპიონმა, ილია თოფურიამ The MMA Hour-ში, არიელ ჰელვანთან ინტერვიუში სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრა.

როგორც 27 წლის ჩემპიონი აცხადებს, ქამრის დასაცავად მზად, სავარაუდოდ, მიმდინარე წლის სექტემბრისთვის იქნება.

„შემდეგი ბრძოლისთვის, სავარაუდოდ, სექტემბრისთვის მზად ვიქნები. დიდი ალბათობით, საჩემპიონო ქამარს ლას-ვეგასში დავიცავ. რაც შეეხება ესპანეთში ბრძოლას, ეს ყველაფერი 2025 წლის დასაწყისისთვის იგეგმება.

ჩემი მეტოქე მაქს ჰოლოუეი იქნება. გავხდები პირველი მებრძოლი, ვინც მას ნოკაუტით დაამარცხებს, შემდეგ კი UFC-ის ესპანეთში მივიწვევ.

ყველაფერს გავაკეთებ, რათა ბრძოლა „სანტიაგო ბერნაბეუზე“ შედგეს, უბრალოდ, ეს დროის ამბავია“, - განაცხადა ილია თოფურიამ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ავირიდოთ ინფექციები მეორეული ტანსაცმლის შეძენისას? - ზაზა თელიას რეკომენდაციები

„ჩემთვის სიბერე არ არსებობს, ლამაზად ვიზრდები და არ ვბერდები“ - რას ამბობს მარკუს მეტრეველი

რა კავშირი აქვს სიზმარს ჯანმრთელობასთან

⭕„ჩემი ყველაზე დიდი სიყვარულის დღეა, 100 წელი გვყავდე დე…“- ლუკა ჭოხონელიძის ემოციური მილოცვა დედას