Digest Logo

თორნიკე შენგელია: ჩვენს ხელბურთელებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ საბერძნეთის წინააღმდეგ, 8 მაისს, „თბილისი არენაზე“ ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს

1746169994
თორნიკე შენგელია

საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრების კაპიტანი თორნიკე შენგელია ქართველ გულშემატკივარს 8 მაისს ხელბურთის ეროვნული ნაკრების მხარდაჭერისკენ მოუწოდებს.

როგორც თორნიკე შენგელია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, გამარჯვების შემთხვევაში საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ზედიზედ მეორედ იასპარეზებს.

„ჩვენს ხელბურთელებს უმნიშვნელოვანესი მატჩი აქვთ საბერძნეთის წინააღმდეგ და გამარჯვების შემთხვევაში, ზედიზედ მეორედ ვიასპარეზებთ ჩვენი ეროვნული ნაკრებით ევროპის ჩემპიონატზე, გთხოვთ ყველას, 8 მაისს, 17:00 საათზე, „თბილისი არენაზე“ ყველამ ერთად მხარი დავუჭიროთ ჩვენს ბიჭებს, აბა თქვენ იცით ბიჭებო, წარმატებები“, - აღნიშნავს თორნიკე შენგელია.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„სად არის პიტერ პაიპერის მიერ მოკრიფეთ მწნილი წიწაკის კოჭა?...“ - რა კადრებს აქვეყნებს მატილდა გვარლიანი

🎥 როდიდან ყალიბდება მეხსიერება და როგორ ამახსოვრდება ბავშვს ფაქტები? - სპეციალისტის განმარტება

🎥 ნინა ზედგენიძე - თათა ვასაძე სამშობიაროდან მამა-შვილის კადრებს აქვეყნებს