Digest Logo

🎥 როდიდან ყალიბდება მეხსიერება და როგორ ამახსოვრდება ბავშვს ფაქტები? - სპეციალისტის განმარტება

1746168692
თამარ ედიბერიძე

ბავშვი და მეხსიერება - როდიდან ყალიბდება მეხსიერება და როგორ ამახსოვრდება ბავშვს ფაქტები - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ბავშვთა ნევროლოგმა, თამარ ედიბერიძემ ისაუბრა:

„დღეს უკვე თამამად ვსაუბრობთ იმაზე, რომ ახალშობილი უკვე იბადება გარკვეული ცოდნით, იმ გარემოს შესახებ, სადაც იგი უნდა მოევლინოს. განსაკუთრებით ორსულობის ბოლო ტრიმესტრში, რომელზედაც პასუხისმგებელი და მონაწილე არის დედა. ძირითადად ხმების გამოცდილება მას ძალიან ეხმარება ადაპტაციაში. მეხსიერების გარეშე ეს ფიზიკურად შეუძლებელია.

ამის შემდეგ როგორ დაიწყებს მეხსიერება მუშაობას, დამოკიდებულია იმაზე, რომელი ტიპის მეხსიერებაზე ვსაუბრობთ. არსებობს სხვადასხვა ტიპის მეხსიერება, რომლებიც სხვადასხვა ფუნქციას ასრულებს. ზოგიერთი მათგანის შემთხვევაში ჩვენი რესურსები წინასწარ განსაზღვრულია, თუმცა გვაქვს ბერკეტები, რომელთა შეცვლა შეგვიძლია.

პირველ რიგში ბავშვი ორიენტირდება სტაბილურ გარემოზე. რამდენად ცვალებადი ან უცნობია. პირველ რიგში ბავშვების მეხსიერება სახეების დამახსოვრებას იწყებს, შემდეგ საგნების და აქტივობების. როდიდან იწყება ეპიზოდური მეხსიერება, რომელიც ძირითადად ავტოგრაფიულია? - საშუალოდ სამი წლის ასაკიდან ბავშვი უკვე აღნიშნულ ინფორმაციას აგროვებს“, - ამბობს თამარ ედიბერიძე.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ნინა ზედგენიძე - თათა ვასაძე სამშობიაროდან მამა-შვილის კადრებს აქვეყნებს

⭕ „...მაშინ გამოხვალ სხეულიდან და ქრისტე არ იქნება“ - დეკანოზ თეოდორე გიგნაძის ქადაგება

⭕ლოცვა რომელიც დღეს უნდა წაიკითხოთ - 2 მაისს ნეტარი მატრონას ხსენების დღეა