Digest Logo

თოვლი და ქარბუქი - როდემდე გაგრძელდება უამინდობა საქართველოში?

1734498300
წვიმა თოვლი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 19 დეკემბრამდე საქართველოში კვლავ მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, მთაში და მაღალ მთაში ზოგან ძლიერი თოვა და ქარბუქი, დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-6 ბალიანი შტორმი.

მოსალოდნელმა ნალექებმა დასავლეთ საქართველოს მდინარეებზე შესაძლებელია წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, პატარა მდინარეებზე წყალმოვარდნები, გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება, ხოლო ქვეყნის მაღალმთიან რაიონებში ზვავების ფორმირება გამოიწვიოს.

საავტომობილო გზების ცალკეულ მონაკვეთებზე დიდთოვლობის, ზვავსაშიშროების, ლიპყინულის და ხილვადობის გაუარესების გამო შესაძლებელია შეიზღუდოს ტრანსპორტის მოძრაობა. (საფრთხის დონე საშუალო).

 ასევე დაგაინტერესებთ:

„რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მომღერლობით ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ ვეძებ სტაბილურ სამსახურს“ - რას წერს ნინი შერმადინი

„არ შემიძლია კარიერის გამო მოვიკლო შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობა“ - რა ასწავლა ოთო კოვზირიძეს იმედგაცრუებებმა და როდის არ ღალატობს მას ინტუიცია

🎥 მატილდა გვარლიანის გამოსვლის კადრები შანელის შოუდან, რომელიც ჩინეთში გაიმართა