Digest Logo

„რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მომღერლობით ვერაფერს მივაღწიე, ამიტომ ვეძებ სტაბილურ სამსახურს“ - რას წერს ნინი შერმადინი

1734466173
ნინი შერმადინი

ქართველი მომღერალი ნინი შერმადინი, რომელიც ბოლო წლებია ამერიკაში ცხოვრობს და საქმიანობს, მისი კარიერა თუ პირადი ცხოვრება მუდმივად ინტერესის საგანს წარმოადგენს, ამიტომ იგი გამომწერებს მისი ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებს, სოციალურ ქსელში პერიოდულად უზიარებს ხოლმე.

37 წლის მომღერალმა ამჯერად სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა ვერ შექმნა ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ყოფილიყო დამოკიდებული, ამიტომ იგი სტაბილურ სამსახურს ეძებს.

„გამარჯობა მეგობრებო, ცოტა რთულია ამ პოსტის დაწერა ჩემთვის, მაგრამ სიმართლეა და ამ სიმართლეს ვერ გავურბივარ.

როგორც მომღერალმა, მუსიკოსმა და ავტორ-შემსრულებელმა, ვერ გავიკეთე ისეთი კარიერა, რომ ფინანსურად საკუთარ ნიჭზე ვყოფილიყავი დამოკიდებული. მოკლედ, რომ ვთქვათ არ მემღერება, ბევრი მიზეზის გამო. ამ მომღერლობითაც ბევრს ვერაფერს მივაღწიე ასე, რომ მეგობრებო, ვეძებ სტაბილურ სამსახურს, ვიცი 4 ენა, ინგლისური, რუსული, ბერძნული და ქართული. მაქვს საბანკო გამოცდილება, customer service უმაღლეს დონეზე.

თუ ვინმეს გაქვთ ვაკანსია ან იდეა სად შეიძლება გამოგადგეთ, მომწერეთ მადლობა წინასწარ“, - წერს ნინი შერმადინი.

 ასევე დაგაინტერესებთ:

„არ შემიძლია კარიერის გამო მოვიკლო შვილებთან და ოჯახთან ურთიერთობა“ - რა ასწავლა ოთო კოვზირიძეს იმედგაცრუებებმა და როდის არ ღალატობს მას ინტუიცია

🎥 მატილდა გვარლიანის გამოსვლის კადრები შანელის შოუდან, რომელიც ჩინეთში გაიმართა

🎥 „ჯოჯოხეთისკენ მიმავალი გზა სულ კეთილშობილური იდეებით და განზრახვებითაა მოფენილი, არ შეგვეშალოს ახლა ჩვენ ეს“ - ელდინო საღარაძე აქციის მონაწილეებს მიმართავს