ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.
შს სამინისტროს ცნობით, ჩამოშლილმა მიწის მასამ 4 სახლი მოიყოლა, ნაპოვნია 9 ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.
დაღუპულებს შორის არიან არასრულწლოვანი დები და მათი ძმაც, რომლის დედაც ამ წუთებში იტალიიდან საქართველოში მოფრინავს.
„აფრინდა თვითმფრინავი (მისი რეისი იტალია-ქუთაისი). მადონა იმ იმედით მოფრინავს იტალიის ქალაქ ბარიდან საქართველოში, რომ შვილები რეანიმაციაში ჰყავს და ცოცხლები არიან...
ჩემო საცოდავო, საბრალო გოგო, ემიგრანტო დედავ, რომ გაიგებ მწარე სიმართლეს აეროპორტში, რომ მთელი არმია დაგხვდება შენს გასამხნევებლად, მთელი ბაღდათი ფეხზე დგას და გელოდება.... სიმართლის გაგების შემდეგ, რომლის გაყინულ სხეულს უნდა ჩაეხუტო რომელი გინდა იტირო ან იფიქრო, ჩემო ცოცხლად მკვდარო.
რით განუგეშოთ, ან რამე სიტყვები მოიძებნება შენს გასამხნევებლად... არცერთ დედას არ უნდა უკვდებოდეს შვილი და მით უმეტეს დედას ერთად სამი ანგელოზი.
სული ეწვის ყველას და ყველას სხეულს ცეცხლი აქვს მოკიდებული ცოცხლად. იწვის ყველა ის ადამიანი, ვინც ეს ამბავი გაიგო... უფალო, რატომ ხარ ასეთი მკაცრი, რა დააშავა ამ საწყალმა ემიგრანტმა დედამ, ასე რომ ატკინე.
თქვენი დედიკოს განწირული ხმა არ ამომდის ყურებიდან, არ ამომდის მისი სიტყვები ყურებიდან „უფალო, გადამირჩინე შვილები“.
როდისმე გაივლის ან დაივიწყებს ამ ტრაგედიას ვინმე?
ბევრი მირეკავთ, მწერთ მეკითხებით ქ.ლ. მადონას რეისი უკვე აფრინდა და დღეს, 8 თებერვალს დაფრინდება ქუთაისის აეროპორტში იტალიიდან, ქალაქი ბარიდან... 14:45 წუთზე“, - წერს შოთო სიხარულიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕გასამართლება ქურდობისა და ყაჩაღობისთვის - სოსო ჯაჭვლიანის უცნობი ამბავი