Digest Logo

„ჩამოფრინდა და უთხრეს... ქუთაისის აეროპორტი შემზარავმა ხმამ შეძრა“ - რას წერს შოთო სიხარულიძე

1707394212
გარდაცვლილი ტყუპები

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში სამძებრო-სამაშველო სამუშაოები გრძელდება.

შს სამინისტროს ცნობით, ჩამოშლილმა მიწის მასამ  4 სახლი მოიყოლა,  ნაპოვნია 9 ადამიანის ცხედარი, ერთი მოქალაქე მაშველებმა გადაარჩინეს, ის საავადმყოფოშია გადაყვანილი.

დაღუპულებს შორის არიან არასრულწლოვანი დები და მათი ძმაც, რომლის დედაც ახლახან იტალიიდან საქართველოში ჩამოფრინდა.

„ჩამოფრინდა და უთხრეს ქუთაისის აეროპორტში..

ამ წუთებში ბაღდათში მიდის მადონა? არა..??!! (მიასვენებენ ცოცხალ მკვდარს ემიგრანტ დედას. დღეს ხომ მისი ცოცხლად დამარხვის დღეა და რიცხვია 2024 წლის 8 თებერვალი ამ ქვეყანაზე ის ცოცხლად დაიმარხა...).

ამდენი წლის მონატრებული ანგელოზები გაყინული უნდა ჩაიკრას გულში.... მეტს აღარ დავწერ იქ რა დატრიალდა ამ ამბის გაგების მომენტში.... ეს ჩემს ძალებს აღემატება....

ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს პირი ცხელი ქვიშით ამომივსეს და ხორცზე ნაკვერჩხალს მაყრიან.

რა იყო ეს ბედისწერა? ამას ჰქვია ცა რომ დაემხობა და მიწა გამოეცლება ფეხქვეშ ადამიანს, აქ ვერაფერს იმედს ვერ მისცემ.. 

თავზარდაცემულია მთელი საქართველო.

არაფერია ამ ქვეყანაზე სიკვდილზე საშინელი, სისხლი გამეყინა ძარღვებში, გული მტკივა სული მეწვის! იმდენად დიდი ტრაგედია მოხდა, რომ დავმუნჯდი მე... სული მაქვს დამძიმებული....

ჩვენი ვალია, ვილოცოთ მათი ლამაზი სულებისთვის!

სიტყვებია ზედმეტია ისეთი ტკივილია, როცა გტკივა, ტკივილის მიღმა სხვა არაფრის დანახვა არ გინდათ… როცა ტკივილი სულს გიღრღნის, გძულს მთელი სამყარო... სიცოცხლე გაგიმწარდა დაგიმახინჯდა…. უცხონი ხდებიან ადამიანები... როცა გტკივა, უსაშველობამდე შვილები მთელი ოჯახი..…არაფერიც არ შეიცვლება უკეთესობისკენ… ტკივილი ის ხიდია, რომლიდანაც შეგიძლია გადახტე და თვითშეცოდების მდინარეში მოიკლა თავი და ის ხიდიცაა, ცხოვრების მორევზე რომ გადახვიდე).

ემიგრანტებო, დავმუნჯდი მე ტკივილი, რომელსაც სახელი არ აქვს უზომო და უკიდეგანო სიმწარეა მხოლოდ… ცხოვრება უცებ ემიგრანტ დედას დიდ კოშმარად დაუსრულებელ ჯოჯოხეთად ექცა…. დარჩა სულ მარტო, სულ სულ მარტო ამ ქვეყანაზე ოჯახის გარეშე…

ვუსამძიმრებ ემიგრანტ დედას ამ უმძიმეს ტრაგედიას, არ ვიცი სიტყვები არ მყოფნის რა დავწერო... ნეტა ეს ყველაფერი არ გამეგო შოკირებული ვარ...

არ ვიცი, რას ამბობენ ასეთ დროს, თუ კი შეიძლება, რამე ითქვას საერთოდ...

ენით აღუწერელ ტკივილის განიცდის ემიგრანტი დედები.. დღეს საერთოდ ყველა გავიყინეთ. ქუთაისის აეროპორტი შემზარავმა ხმამ შეძრა...“, - წერს შოთო სიხარულიძე.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მადონა იმ იმედით მოფრინავს საქართველოში, რომ შვილები რეანიმაციაში ჰყავს და ცოცხლები არიან“ - შოთო სიხარულიძე დაღუპული ტყუპების დედაზე

გასამართლება ქურდობისა და ყაჩაღობისთვის - სოსო ჯაჭვლიანის უცნობი ამბავი

„ღირსი ხარ პასუხი გაგებინო სიცრუეზე... აღარ იმღერო ის სიმღერები, რომელიც წლების წინ დაგიწერე“ - დაპირისპირება შოუბიზნესში