Digest Logo

„თქვა, რომ თუ ისეთი მსუქანი მივიდოდი შემდგომში, აღარ უნდა დავსწრებოდი მის გაკვეთილს“ - რას ჰყვება გოგო, რომელიც ბალეტის მასწავლებელმა დააბულინგა

1780686561
სალომე გოგიაშვილი

ქართულ სატელევიზიო სივრცეში ახალი გადაცემა, სახელწოდებით „ამბავი“ გამოჩნდა, რომლის წამყვანიც სალომე გოგიაშვილია.

გადაცემის მეორე ეპიზოდის თემა სხეულის აღქმასა და იმ ტრავმებს მიეძღვნა, რომლებსაც ახალგაზრდები ხშირად გარშემომყოფებისგან იღებენ.

გადაცემის სტუმარმა, ახალგაზრდა გოგომ, საზოგადოებას საკუთარი მძიმე გამოცდილება გაუზიარა. მისი თქმით, 17 წლის ასაკში, ქორეოგრაფიულ სასწავლებელში სწავლისას, ცეკვის მასწავლებელმა მას წონის გამო, თანაკურსელების თანდასწრებით, საჯაროდ მიაყენა შეურაცხყოფა.

„16 წელი ვცეკვავდი ბალეტს. როცა ქორეოგრაფიულში ჩავაბარე, მაშინ გვასწავლიდა ერთი კაცი, რომელიც გოგოებს არასდროს გვითვალისწინებდა. ერთ დღეს, როცა პირველი გაკვეთილი ისევ ბალეტი გვქონდა, რამდენიმე კურსის სტუდენტები შეკრიბა, შუაში დამაყენა და დაიწყო ლაპარაკი. თქვა, რომ თუ შემდგომში ბალეტზე ისეთი მსუქანი მივიდოდი, როგორიც მაშინ ვიყავი, გაკვეთილზე აღარ უნდა დავსწრებოდი. მაშინ 47 კილო ვიყავი და ბევრ გოგოს შეექმნა მენტალური პრობლემა, ჩემი ჩათვლით“,- იხსენებს გადაცემის სტუმარი..

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ხვიჩა კვარაცხელიას პენალტი და საქართველოს ნაკრები 2:0-ს იგებს

🎥 ლუკა ლოჩოშვილის აუღებელი დარტყმით საქართველოს ნაკრები ბაჰრეინთან დაწინაურდა

⭕ „საოცრად თბილი, კეთილი და ბრძენი ადამიანია!“ - ნოე სულაბერიძე ოჯახთან და საქართველოს პატრიარქთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს