Digest Logo

ტრაგედია კახეთში - 6 წლის ბავშვი აუზში დაიხრჩო

1743444198
პოლიციაპოლიცია

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუშეტში, საგანმანათლებლო აკადემიის ტერიტორიაზე 6 წლის ბავშვი დაიხრჩო.

გავრცელებული ინფორმაციით,  მცირეწლოვანი საგანმანათლებლო აკადემიის ტერიტორიაზე არსებულ აუზში ჩავარდა. აუზში ჩავარდნილი ბავშვი ადგილზე მყოფმა ადამიანებმა შენიშნეს და დახმარება სცადეს. შემთხვევის ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფი იმყოფებოდა, თუმცა მცირეწლოვნის გადარჩენა ვერ მოხერხდა.

გავრცელებული ცნობით, დაღუპული მცირეწლოვანი უცხო ქვეყნის მოქალაქეა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველებიც იმყოფებოდნენ.

სხვა დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.  

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „თქვენ ჩემი ძალა და შთაგონება ხართ“ - ვის მიმართავს თათა გიორგობიანი

🎥 „ასეთნაირად მოხდა ჩვენ ცხოვრებაში, მე და გიოს ძალიან ბევრი დრო ერთად არ გაგვიტარებია“ - როლანდ ოქროპირიძის შვილი

⭕„ძვირფასო თათული, მინდა სულ გეცეკვებოდეს და გულით მინდა გირჩიო, არ მიაქციო სასტიკებად ქცეულ ადამიანებს ყურადღება, მათ გამო აღარ იტირო გთხოვ!“ - ნანუკა გულუა