Digest Logo

ტრაგედია ზუგდიდში - სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა

1788248653
ლენტალენტა

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი - ახალგაზრდა კაცი და ქალი ადგილზე გარდაიცვალა.

გავრცელებული ცნობით, დაღუპული კაცი 45 წლისაა, ხოლო ქალი 22 წლის. ავარიის დროს ისინი მსუბუქ ავტომობილში იმყოფებოდნენ.

ავტოსაგზაო შემთხვევა 1-ელ სექტემბერს, დილით მოხდა.

ადგილზე ამ დრომდე მობილიზებულები არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები მომხდარის ზუსტი მიზეზების დასადგენად.

როგორც „დაიჯესტ“-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.