Digest Logo

ტრაგიკული შემთხვევა კასპში - ვინ იყო ახალგაზრდა, რომელიც ავტოსაგზაო შემთხვევას ემსხვერპლა

1782840350
შაკო კავთიაშვილის

კასპში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ავარიას მეთორმეტე კლასის მოსწავლე ემსხვერპლა.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცველები იმყოფებოდნენ.

როგორც საკალათბურთო კლუბი „კასპის გრიფინი“ წერს, ავარიას კალათბურთელი შაკო კავთიაშვილი ემსხვერპლა:

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი გუნდის ახალგაზრდა კალათბურთელის შაკო კავთიაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების გამო.

ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებსა და მეგობრებს.

ნათელში იყოს შენი სული, შაკო“, - წერია სამძიმრის წერილში. 

როგორც  „დაიჯესტს“ შს სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.

 ასევე დაგაინტერესეთ:

„არსებობს ემოცია, რომელიც გულშიც და გონებაშიც სამუდამოდ რჩება...“ - დათო კენჭიაშვილმა ბაქოში კონცერტი გამართა

წლის მთავარი ასტროლოგიური მოვლენა: იუპიტერის ინგრესია ლომის ნიშანში - რამაზ გიგაურის პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის

სამზარეულოს „უჩინარი“ გმირი, რომელიც მეცნიერების ყურადღების ცენტრში მოექცა!