
„ეს დღე ჩვენია“ - ამ სახელწოდებით თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანრი ჯოხაძის სოლო კონცერტი გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც საქართველოს კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა, მომღერალმა ცნობილი ქართველი კომპოზიტორების მუსიკალური შედევრები შეასრულა.
კონცერტში მონაწილეობდნენ მომღერლები: ეკა კახიანი, მაია ჯაბუა, მაგდალენა ჯოხაძე, ნინი ბადურაშვილი, თამარ გვერდწითელი, თემურ თათარაშვილი, შაბან მამედოვი, ოთო ბაზერაშვილი, ნიკოლოზ ხარატი, ასევე, ახალგაზრდული კაპელა მეკო ქავთარაძის ხელმძღვანელობით, ორკესტრი გიორგი ვართანოვის ხელმძღვანელობით, ბენდი ლაზარე ადამიას ხელმძღვანელობით, გორის სულხან ცინცაძის სახელობის სამუსიკო კოლეჯის გოგონათა გუნდი ნინო წიკლაურის ხელმძღვანელობით.
სოლო კონცერტში მონაწილე შაბან მამედოვმა სოციალურ ქსელში მიმართვა გაავრცელა და ანრი ჯოხაძეს მადლობა საჯაროდ გადაუხადა:
„26 მაისს, ჩემი ოცნება ახდა. მე მერგო უდიდესი ბედნიერება და პატივი, ლეგენდარულ ანრი ჯოხაძესთან ერთად ვმდგარიყავი ერთ სცენაზე, მისივე სოლო კონცერტზე.
ანრი ჯოხაძე გმადლობთ, ლეგენდა, ბავშვობის ოცნება რეალობად რომ მიქციეთ. თქვენ შეგიძლიათ ის, რაც სხვას არ შეუძლია.
მიყვარხართ, მეამაყებით“, - წერს შაბან მამედოვი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„როგორც იტყვიან: „ადამიანი ადამიანისთვის მზეა” - გიორგი ლობჯანიძე ახალ ფოტოს აქვეყნებს