Digest Logo

🎥 „წამოვარდა და გადამეფარა...“ - როგორ გადაარჩინა ფიზიკური დაზიანებისგან ბაია დვალიშვილმა მაკა ძაგანია?

1729106476
მაკა ძაგანია

მსახიობი მაკა ძაგანია, რომელიც რამდენიმე წელია საცხოვრებლად ქალაქგარეთ გადავიდა და ცხოვრების სტილი რადიკალურად შეცვალა გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ სტუმარი იყო, სადაც კარიერასა და პირად ცხოვრებაზე ისაუბრა:

„აბსოლუტურად სხვა სტრუქტურაა სცენა და კინო კამერის წინ. მინიმალური რაღაცებით უნდა ითამაშო, მძაფრად და ა.შ. ძნელია დააბალანსო ეს ყველაფერი და არ იყოს გადაჭარბებული თამაში. დიპლომში კინოსა და თეატრის მსახიობი მიწერია. კინო ჩემთვის არავის უსწავლებია.

როგორც გავიგე სხვა კანდიდატიც იყო თინასი. იმ პერიოდში თვალების პრობლემა მქონდა და ღამე მიჭირდა მხედველობა. გიორგი ლიფონავამ მითხრა იმ სხვა კანდიდატზე - წადი სათვალე მოუტანეო. ვუთხარი რომ მე მქონდა, ამოვიღე და გავიკეთე. მგონი ამანაც განაპირობა თინას როლში აყვანა. მთელი ცხოვრება ქერა თმა მქონდა და შემდეგ სერიალისთვის შავად შევიღებე. პირველად რომ ჩავიხედე სარკეში შოკი მივიღე, ვერ ვეგუებოდი შავ თმას.

ბევრ რამეში ვეთანხმებოდი თინას. ცოტა მინდოდა ხოლმე რომ მომელბო და თბილი ყოფილიყო დაქალებთან დედასთან, თუმცა უშედეგოდ. გიორგი ლიფონავა მეწინააღმდეგებოდა.

ბაიკო არის ფანტასტიკური ადამიანი და ძალიან კარგი პარტნიორი. ყოველთვის გვერდში მედგა და მეხმარებოდა, მამშვიდებდა, რომ ყველაფერი გამოვიდოდა. მე ვთვლი, რომ მე და ბაიკომ როცა ავაწყვეთ ურთიერთობა, მერე შედგა გოგონებთან კარგი დაქალობაც.

ერთ-ერთი გადაღების დროს სარკე გადმოვარდა, ძლივს გადავრჩით. ალბათ ბაიკოს დედური ინსტინქტი ჰქონდა, წამოვარდა და გადამეფარა. მთლიანად დაიმსხვრა ეს სარკე და სასწაულად გადავრჩით“, - აღნიშნა მაკა ძაგანიამ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ძალიან პატარა ვიყავი იმისთვის, რომ მარტოხელა დედად დავრჩენილიყავი...“ - რა დაეხმარა მაკა ძაგანიას ოჯახის დანგრევის სტრესის გადატანაში?

„მივდივარ და აბა შენ იცი...“ - თამუნა მუსერიძე ბიოლოგიურ დედასთან შესახვედრად გაემგზავრა

⭕„ქალის ეტალონია...“ - შორენა ბეგაშვილი უახლეს კადრებს გვიზიარებს