საქართველოს ეროვნული ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე. ე.წ. რკინის გუმბათის გიორგი მამარდაშვილის და, ნინიკო მამარდაშვილი „ტიკ-ტოკ“ პლატფორმაზე აქტიურია და გამომწერებს ყოველდღიურ ვლოგებს სთავაზობს, რის გამოც საზოგადოება კარგად იცნობს.
ნინიკო მამარდაშვილი ირინა ქიქოძის პოდკასტის „მერე?“ სტუმარი იყო, სადაც სხვადასხვა თემაზე ისაუბრა, მათ შორის იმაზე, თუ როგორი კაცი წარმოუდგენია მის გვერდით:
„წარმომედგინა, რომ ჩემს გვერდით აუცილებლად ფეხბურთელი იქნებოდა.
ბავშვობაში მე და ჩემს დაქალს ნათქვამი გვქონდა, რომ ჩვენი შეყვარებულები უნდა იყვნენ ფეხბურთელები, ძმაკაცები. ფეხბურთი და ეს გარემო ძალიან მიყვარს.
მაგრამ როცა გავიზარდე, გავიაზრე, რომ ფეხბურთელებს ძალიან რთული ცხოვრება აქვთ, რაში აყოლაც ძალიან გამიჭირდება, ამიტომ...
იდეალური ბიჭი გარეგნულად არ წარმომიდგენია, ამ ეტაპზე. კი ამბობენ, რომ პირველი შთაბეჭდილება ყოველთვის გარეგნულიაო, მაგრამ თუ ადამიანში ის ხასიათი ვერ დავიჭირე, რითაც ერთმანეთს შევავსებთ, შეუძლებელია გარეგნულად მომეწონოს.
მთავარი მაინც ხასიათებია. ვერასდროს ვიქნები ადამიანთან, რომელიც მხიარული არ არის, შეუძლებელია. ძალიან მიყვარს სისულელეების გაკეთება და თუ ამაში არ ამყვება არ არსებობს. ძალიან რთული ხასიათი მაქვს“, - ამბობს ნინიკო მამარდაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕30 წუთიანი ბრძოლა სიცოცხლისთვის - როგორ გადაარჩინეს ბავშვი სიკვდილს სასწრაფო დახმარების ექიმებმა