Digest Logo

წარსული დაცული, აწმყო გამარტივებული, მომავალი ციფრული - როგორ ინახავს და აახლებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო ჩვენს ისტორიებს

1783887072
 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

ადამიანის დაბადებიდან გარდაცვალებამდე ყველა დოკუმენტი ერთ საერთო სივრცეში ინახება, ისტორიებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არქივი იცავს. დაბადება, ქორწინება, განქორწინება, შვილად აყვანა, გარდაცვალება.

თითოეული ადამიანის ისტორია საიმედოდ ინახება საარქივო ფურცლებზე, საცავების მრავალსართულიან თაროებზე დაცულია ჩვენი, ჩვენი მშობლების, წინაპრების ცხოვრების მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტები. აქ ინახება საქართველოს უახლესი ისტორიაც. უფრო ზუსტად, გასული საუკუნის ქალაქების, სოფლების, დაბების, ქუჩების ძველი, შეცვლილი, ზოგჯერ მივიწყებული სახელები.

ისტორიული ინფორმაციის დაცვა და ხელმისაწვდომობა უმთავრესია. დღეისათვის 10 მილიონზე მეტი სამოქალაქო აქტია გაციფრულებული.

2025 წლიდან შეიცვალა საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის და პირადობის ელექტრონული მოწმობა. შეიცვალა დიზაინი და გაძლიერდა დოკუმენტების უსაფრთხოება.

50-ზე მეტი დისტანციური სერვისით სარგებლობა ელექტრონულ პორტალზე საჭირო დოკუმენტების ატვირთვითა შესაძლებელია როგორც საქართველოში, ისე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.

იმისათვის, რომ საქართველოში გაცემულმა დოკუმენტმა უცხოეთში იურიდიული ძალა მოიპოვოს აპოსტილით დამოწმება სჭირდება. მოქალაქეს შეუძლია მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან, რამდენიმე წუთში უსაფრთხოდ და კომფორტულად მიიღოს ელექტრონული აპოსტილი.

ევროპული რეგულაციების მოთხოვნების გათვალისწინებითაა სერტიფიცირებული სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, რომლის მიერ გაცემული ელექტრონული დოკუმენტები გაყალბებისგან მაქსიმალურად დაცულია და მატერიალური ხელმოწერის ტოლფასია.

წარსული დაცული, აწმყო გამარტივებული, მომავალი კი ციფრული.

ინოვაციური სერვისების დანერგვა, ყველა საჭირო მომსახურების გამარტივებულად, უსაფრთხოდ მიღება სააგენტოს მთავარ ამოცანად რჩება.

ასევე დაგაინტერესებთ:

რომანტიკული თაღლითობა - როგორ არჩევენ მსხვერპლს ონლაინ მანიპულატორები და რა ხრიკებით ახერხებენ ისინი ემოციებით ვაჭრობას

სიმპტომებამდე აღმოჩენილი დაავადებები - როგორ ცვლიან ჭკვიანი საათები, სამაჯურები, ციფრული ბეჭდები და სხვა სენსორული მოწყობილობები ჩვენს ყოველდღიურობას

„პრაქტიკული გადაწყვეტილებები, სტაბილურობა და დასვენებისთვის საუკეთესო დრო“ - ქეთევან ჯანდიერი კვირის ენერგიებზე

წყარო: rustavi2.ge