Digest Logo

🎥 „ცეკვა ხელოვნებაა, პასუხისმგებლობა და „თელა“ კი სახლი, სადაც მოსვლა გიხარია“ - რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს საინტერესო ბლიცი

1777965335
კარინა ლისენკო რატი გაჩეჩილაძე

მოცეკვავეების, რატი გაჩეჩილაძისა და კარინა ლისენკოს წყვილი საზოგადოებაში დიდი სიყვარულით სარგებლობს. პროექტ „ცეკვავენ ვარსკვლავებიდან“ დაწყებული სიმპათია წლების განმავლობაში მყარ ოჯახურ და პროფესიულ კავშირად იქცა.

წყვილი უკვე რამდენიმე წელია ერთად არის და მათ საერთო შვილი, ემილია ჰყავთ. გარდა პირადი ურთიერთობისა, რატი და კარინა სტუდია „თელას“ მასწავლებლები არიან, სადაც მომავალ თაობას ცეკვის ხელოვნებას აზიარებენ.

ცოტა ხნის წინ, სტუდია „თელამ“ წყვილის ახალი ვიდეო გააზიარა, რომელმაც სოციალურ ქსელში უამრავი მოწონება დაიმსახურა.

ბლიც-კითხვების ფორმატში გამორჩეული მოცეკვავეები და ქორეოგრაფები გულწრფელად საუბრობენ: რა აძლევთ ძალას ახალი ნომრების შესაქმნელად; როგორ ყალიბდებოდა მათი ხელწერა წლების განმავლობაში; როგორ ხედავენ ერთმანეთს არა მხოლოდ როგორც პარტნიორებს, არამედ როგორც პროფესიონალებს.

„ცეკვა ჩემთვის ცხოვრებას ნიშნავს, რადგან ცეკვის გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. „თელა“ ხელოვნება და  პასუხისმგებლობაა, ასევე სახლი, სადაც მოსვლა გიხარია“, - ამბობს წყვილი.

ვრცლად, ნახეთ წყვილის სახალისო ბლიცი.