24 თებერვალს მეგაშოუ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ XIV სეზონის ფინალი შედგა.
მაყურებელთა ზარებისა და შეტყობინებების მიხედვით გამარჯვებულები გახდნენ: ლუკა ჭანიშვილი და ელენე დავითაია. გამარჯვებულ ლუკა ჭანიშვილს ბათუმში ბინის გასაღები, სპეციალური თასი და სხვა პრიზები გადაეცა. გამარჯვებულს თასი ნანუკა სტამბოლიშვილმა გადასცა.
მეორე ადგილზე გავიდნენ: ირაკლი ჭელიძე და კარინა ლისენკო. ირაკლის სპონსორისგან 10 ათასი ლარი გადაეცა. ასევე, „ფრანკო ფონტანას“ საჩუქარი.
მე-3 ადგილზე გასულ წყვილს: ეკატერინე გურგენიძეს და გიორგი რევიშვილს გადაეცათ საგზური დოჰაში, ასევე „რადიო იმედის“ ფულადი ჯილდო 1000 ლარი. ამასთან, ფინალისტს, ეკატერინეს „ნატალიმ“ 2 ათასი ლარი გადასცა.
„პრაიმ შოუმ“ ცეკვავენ ვარსკვლავების მე-14 სეზონის მონაწილეებს გადაცემა მიუძღვნა.
ვიდეოს სანახავად გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/reel/878104108548857
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ძე ღმერთის პერსონას აქვს ორი ბუნება: ღვთაებრივი და ადამიანური...“ - თეოდორე გიგნაძის ქადაგება