Digest Logo

„ცემინება და ცხვირიდან გამონადენი გრიპს არ ახასიათებს“ - რა ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში? ივანე ჩხაიძის განმარტება

1762253221
პედიატრი ივანე ცხეიძე და ბავშვი

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ივანე ჩხაიძის განცხადებით, ქვეყანაში გრიპის ვირუსის დადასტურებული შემთხვევა არ არის, ახლა ცირკულირებს რინოვირუსი, ძველი კორონავირუსი და ახალი კორონავირუსი.

როგორც ივანე ჩხაიძემ აღნიშნა, ვარაუდობენ, რომ ნოემბრიდან-აპრილის პერიოდში ქვეყანაში გრიპის ვირუსი აქტიური იქნება.

„საბედნიეროდ, გრიპის ვირუსი ჯერჯერობით საქართველოში არ არის დადასტურებული. თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი. მოლოდინი გვაქვს, თუ გავითვალისწინებთ მრავალწლიან სტატისტიკას, ამ თვეში, უკვე გვექნება გრიპის პირველი შემთხვევა. ალბათ, შემდეგ შეგვეძლება ვთქვათ, რომ დაიწყო გრიპის სეზონური მატების პერიოდი.

პიკური მაჩვენებელი ყოველთვის განსხვავებულია. გასულ წელს გრიპის შემთხვევის პიკი თებერვლის პირველ ნახევარზე მოვიდა, ალბათ, წელსაც ამავე პერიოდს დეკემბრამდე თებერვალ პერიოდს დაემთხვევა.

ქვეყანაში ახლა 2 ტიპის ვირუსი ცირკულირებს უფრო მეტად, ეს არის - რინოვურისი, ასევე, აქტიურად ცირკულირებს ძველი კორონავირუსი, რომელიც იწვევს გაციებას და ასევე, აქტიურად ცირკულირებს ახალი კორონავირუსი“, - აღნიშნა ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ გამართულ კონფერენციაზე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ასევე, ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა გამოარჩევს გრიპს სხვა ვირუსებისგან.

„გრიპის ნიშნები არის მკვეთრად გამორჩეული იმ ნიშნებისგან, რომლებიც ახასიათებს რინოვირუსს ან ძველ კორონავირუსს, რაც ახლა ყველაზე მეტად არის გავრცელებული მოსახლეობაში.

ეს ნიშნებია: 👇

✅მაღალი ტემპერატურა, 38 და მეტი

✅ ძლიერი თავის ტკივილი

✅ ყელის ტკივილი

✅ მუხლებისა და სახსრების ტკივილი

✅ ხველა

ცემინება და ცხვირიდან გამონადენი გრიპს არ ახასიათებს. ეს უფრო გაციების ან კორონავირუსის ნიშანია. გრიპს, ასევე, ახასიათებს - ძლიერი საერთო სისუსტე და მადის დაქვეითება. ყველა ეს ნიშანი მიუთითებს იმაზე, რომ გრიპის ზემოქმედება ადამიანის ორგანიზმზე საკმაოდ სერიოზულია. ამიტომ უმეტეს შემთხვევაში გრიპი მიმდინარეობს ან საშუალო სიმძიმის, ან მძიმე დაავადების ნიშნების ქვეშ. შესაბამისად, ამ ჩამონათვალიდან, როგორც წესი, ყველა აღინიშნება“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა გრიპის ვირუსსა და მის გართულებებზეც ისაუბრა.

„ჩვენ ყველაზე მეტად გრიპის დროს გვეშინია გართულებების, რომლებიც შეიძლება იყოს გულის მხრიდან, თავის ტვინის მხრიდან, მაგრამ ყველაზე უფრო მეტად გრიპის გართულებებზე საუბრისას მხედველობაში გვაქვს ფილტვის ანთება. ფილტვის ანთების დამახასიათებელი ნიშნები ბავშვებში: სუნთქვის უჩვეულო გახშირება. ტემპერატურის მატების, ხველის და სხვა ნიშნების ფონზე. ეს არის პირველი მიმანიშნებელი ფილტვის ანთების არსებობის. თუ ამ სუნთქვის გახშირებასთან ერთად დედა ხედავს, სუნთქვაში დამხმარე მუსკულატურაც მონაწილეობს, მაგალითად, იდრიკება გულმკერდი, ნეკთაშუა არეები, ეს კიდევ უფრო მძიმე მიმდინარეობის მიმანიშნებელია და ასეთ შემთხვევაში ბავშვი, განსაკუთრებით  წლამდე ასაკის ბავშვი, აუცილებლად უნდა იქნეს გადაყვანილი კლინიკაში.

არ ვამბობთ, რომ ტემპერატურა არის განმსაზღვრელი მდგომარეობის სიმძიმის. აქ განმსაზღვრელია - ფილტვის ჩართვა დაავადების პროცესში და გახშირებულ სუნთქვა, ცხვირის ნესტოების ბერვა და სუნთქვაში დამხმარე კუნთების მონაწილეობა არის ის ნიშანი, რომლის დროსაც აუცილებლად უნდა იყოს პაციენტი ექიმის მიერ შეფასებული და რაც შეიძლება სწრაფად“, - დასძენს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად ლაშა ბასლანძის პანაშვიდზე მივიდა

⭕„ახალი საქმეების წამოწყებას არ გირჩევთ და თავი შეიკავეთ მკურნალობის დაწყებისგანაც“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕🎥 რა მოხდა ბაღდათში, სადაც ჯგუფ „ურსას“ კონცერტზე დაკარგული ბავშვი სცენაზე ავიდა? - „ერთი კონცერტი ეს არის“

წყარო: newshub.ge