
რატომ დაბრუნდა საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ძებნილი ბადრი ესებუა? - „შაბათის ეთერისთვის“ გაგზავნილ წერილში ნომერ პირველ ტერორისტად გამოცხადებული ახალგაზრდა ამ საკითხზე არ საუბრობს.
🔵ვცხოვრობდი თბილისში შეყვარებულთან ერთად, სუსის შენობის გვერდით – ინტერვიუ ბადრი ესებუასთან
მისი ადვოკატები კი ამბობენ, რომ ყოფილი ჯარისკაცი დაქორწინებას აპირებდა.
ირკვევა, რომ ბადრი ესებუას ბინა თბილისში, ვაჟა-ფშაველას გამზირზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ჰქონდა ნაქირავები.
ის აქ მარტო არ ცხოვრობდა. ადვოკატები ამბობენ, რომ ესებუა ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სიყვარულმა დააბრუნა და ცხოვრობდა ქალთან ერთად, რომელზედაც დაქორწინებას აპირებდა.
შეყვარებულმა ტერორისტად გამოცხადებულ კაცს საიდუმლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში შეუნახა, თუმცა საბოლოოდ, ის პოლიციის მახეში მაინც გაება - ბადრი ესებუასთვის საბედისწერო 8 თებერვალი და ჯიხაშკარში ნათესავთან სტუმრობა აღმოჩნდა. ჯიქიების საცხოვრებელ სახლში საქმის მასალების მიხედვით ესებუა ბანკის ძარცვის შემდეგ მინიმუმ ოთხჯერ იმყოფებოდა. მეხუთე ჩასვლა კი მისი დაკავებით დასრულდა. ესებუა დაასმინეს.
ქვეყნის მთავარი ძებნილი, რომელიც სუსის შენობის გვერდით შეყვარებულთან ერთად ქირით ცხოვრობდა - ნახეთ, მარიამ გაფრინდაშვილის სპეციალური რეპორტაჟი
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵მართლმადიდებელი ეკლესია მიტევების კვირას აღნიშნავს
🔵„ეს შემზარავი ამბავი სწორედ მაშინ დაიწყო, როცა მესიჯი მივიღე…“ – ალეკო შუღლაძე