Digest Logo

ცესკოს პირველად მონაცემებით, რუსთავში, ქუთაისში, ფოთსა და ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატები ლიდერობენ

1759598012
ცესკოს პირველად მონაცემები

ცენტრალური საარჩევნო კომისია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების პირველად შედეგებს აქვეყნებს.

ცესკოს პირველადი მონაცემებით, „გახარია საქართველოსთვის“ რუსთავის მერობის კანდიდატმა თამარ კეკენაძემ ხმების  7.926% მიიღო. 

 „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა რუსთავში, ნინო ლაცაბიძემ ცესკოს პირველადი შედეგებით ხმების 92.074% მიიღო.

ქუთაისში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა დავით ერემაშვილმა ხმების 85.84% მიიღო, ხოლო ქუთაისში „გახარია საქართველოსთვის“ მერობის კანდიდატმა პაატა ზაქარეიშვილმა ხმების 8.144% მიიღო.

ფოთში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ბექა ვაჭარაძემ ხმების 100% მიიღო.

რაც შეეხება ბათუმს, პირველადი შედეგებით ბათუმში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატი გიორგი ცინცაძე  ხმების 80.55%-ით ლიდერობს.

„გახარია საქართველოსთვის“ ბათუმის მერობის კანდიდატმა გოჩა გუგუნავამ ხმების 10.31% მიიღო, ხოლო ბათუმის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა კახაბერ ცისკარიძემ 2.45% მიიღო.   

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ცესკოს პირველადი შედეგების მიხედვით თბილისში მერის არჩევნებში კახა კალაძე ლიდერობს

⭕„საოცრად გამოიყურები“ - თამო ვაშალომიძე მილანიდან ახალ კადრებს გვიზიარებს

⭕ ფინანსური გამართლება ოქტომბერში - რომელი ნიშნები არიან ფავორიტები