Digest Logo

„წინა დღეებში, პარიზის ქუჩებში ვისეირნე და ერთ რამეს მივხვდი...“ - ლუის ენრიკე

1745865949
ლუის ენრიკე

არსენალთან გასამართი მატჩის წინ პრესკონფერენცია პსჟ-ს მთავარმა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ გამართა.

„არსენალი ევროპაში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია, ისინი ინგლისში მეორე პოზიციაზე არიან და ურთულესი მატჩი გველის, თუმცა ეს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალია, 2 გუნდი, 2 მატჩი და ბრძოლა მოედნის ყველა წერტილში.

ჩვენი მიზანია, რომ ისტორია დავწეროთ. წინა დღეებში, პარიზის ქუჩებში ვსეირნობდი და მივხვდი, რომ გულშემატკივრებს ჩვენი გამარჯვება ძალიან სურს, რაც ჩვენთვის უკეთესიცაა, რადგან როგორც ვთქვი, ისტორია ყველამ ერთად უნდა დავწეროთ.

ამ მატჩისთვის ყველა ფეხბურთელი მზადაა. ყველა კომპონენტში ვივარჯიშეთ, მათ შორის სტანდარტულებშიც, ამ კომპონენტში არსენალი მართლაც ძლიერია.

არსენალიც და პსჟ-ც დაცვაში და შეტევაში ბრწყინვალედ თამაშობენ და საინტერესო მატჩი იქნება“,- ლუის ენრიკე

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური მატჩი არსენალსა და პსჟ-ს შორის 29 აპრილს ლონდონში, თბილისის დროით 23 საათზე გაიმართება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ნინა ცქიტიშვილი ქალიშვილის ულამაზეს კადრებს აქვეყნებს

⭕„შესაძლოა მალე გაოცებული დარჩეთ...ზრუნეთ იმ ადამიანებზე ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

🎥 როგორ მოვიზიდოთ ფინანსები და სიყვარული ახალმთვარეობას? - თიკა ქოქაშვილის რჩევები

წყარო: lagazzetta.ge