საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება ონის მუნიციპალიტეტის კურორტ შოვში მომხდარი სტიქიის ზონაში მყოფ დაზარალებულებს და მოხალისეებს მოუწოდებს, აუცილებლად მიმართონ დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს, თუ მეწყრულ მასასთან მოუხდათ შეხება, ან სხეულზე ჭრილობა აღენიშნებათ.
„ყველა დაზარალებულმა ან მოხალისემ, რომელიც იმყოფება ან ასრულებს ფიზიკურ სამუშაოს სტიქიის უბნებში, ნებისმიერი, თუნდაც მცირე ზომის ჭრილობის ან მეწყრულ მასასთან შემხებლობის შემთხვევაშიც კი, უნდა მიმართოს დაავადებათა კონტროლის ტეტანუსის აცრის მობილურ პუნქტს. აცრის პუნქტი განთავსებულია შოვში, დამეწყრილი ზონიდან 100 მეტრის რადიუსში და იფუნქციონირებს 10:00-18:00 საათებში მანამ, სანამ მიმდინარეობს საძიებო სამუშაოები“, - ნათქვამია მიმართვაში.
წითელი ჯვრის საზოგადოება დამატებითი დეტალებისთვის საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს.
ცხელ ხაზი - 032 2 501 105
დაავადებათა კონტროლის ადგილობრივი წარმომადგენლები - 599 93 11 92 - ნონა ბაკურაძე ; 599 17 14 85 - ნატო დვალი.
ორგანიზაციაში აღნიშნავენ, რომ ცხელი ხაზი დღეს ღამის 12 საათამდე იმუშავებს, ხოლო შაბათ-კვირას: 9:00-21:00-მდე.
ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.
ადგილზე მოქალაქეები ოჯახის წევრებსა და ახლობლებს ეძებენ და მათთან კონტაქტზე ვერ გადიან.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები ეძებენ.
შსს-ს ცნობით, შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან ჯამში 200-ზე მეტი მოქალაქე გამოიყვანეს.
ასევე დაგაინტერესებთ: