მომღერალი გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუკში “რაჭაში, კერძოდ შოვში მომხდარ უბედურ შემთხვევას ეხმაურება და ვიდეო მიმართვას ავრცელებს.
იგი საზოგადოებას მოუწოდებს, რომ მსგავსი ტრაგედიის დროს ადამიანებმა პარტიული კუთვნილება უნდა დაივიწყონ და ჩარჩენილი ადამიანების გადარჩენის გარდა სხვა არც არაფერზე იმსჯელონ.
„მწერენ, რატომ არ ვარ შოვში, თუ იქ სარგებელს არ მოვიტან რა მინდა იქ? ყველაფერს თავისი დრო აქვს, ჯერ არ უშვებენ არავის!
ყველაზე რთულია იმ ადამიანების მდგომარეობა ვინც სტიქიის ადგილზე უშუალოდ იყო, მერე იმ ადამიანების ვისი ოჯახის წევრებიც არიან მოყოლილი ამ უბედურებაში.
მე მაქვს საშინელი განცდა და განწყობა, წარმომიდგენია ამ ადამიანების გულში და გონებაში რა ტრიალებს.
ჩვენ, მოქალაქეებს რა შეგვიძლია ასეთ დროს?“,- წერს გიორგი სუხიტაშვილი.
3 აგვისტოს, კურორტ შოვში, მათ შორის სასტუმრო „სანსეტ შოვთან“ მეწყერი ჩამოწვა.
ადიდებულმა მდინარემ წაიღო სამანქანო ხიდი. მოსახლეობის დასახმარებლად ადგილზე ჩაფრინდა სასაზღვრო პოლიციის 2 სამაშველო ვერტმფრენი.
გზების გაწმენდის სამუშაოები ღამით დასრულდა და დღეს დილიდან გაგრძელდა.
სტიქიის ზონაში დაკარგულ ადამიანებს მაშველები კვლავ ეძებენ.
კურორტ შოვში მეწყერს ბოლო მონაცემებით 11 ადამიანი ემსხვერპლა.
შსს-ის ცნობით, 3 აგვისტოს შოვში სამაშველო ღონისძიების შედეგად, სტიქიის ზონიდან 200-მდე მოქალაქე გამოიყვანეს და უსაფრთხო ტერიტორიაზე გადაიყვანეს.
სტიქიის ზონაში მყოფ 35 ადამიანთან ვერ ხერხდება დაკავშირება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵შოვში სტიქიას მერაბ ნინიძის ქალიშვილი და სამი შვილიშვილი გადაურჩნენ