სოფელ წიწამურთან „ჯივიპის“ კუთვნილი ცენტრალური მაგისტრალური მილსადენის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ინფორმაცია ამის შესახებ „დაიჯესტს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე და 306-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას და გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე საქმიანობის განხორციელებას გულისხმობს.
შეგახსენებთ, სოფელ წიწამურის მიმდებარედ წყალმომარაგების ცენტრალური მაგისტრალური მილსადენი რამდენიმე დღის წინ ავარიულად დაზიანდა. როგორც „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში“ განმარტავენ, „ჯივიპისგან“ დამოუკიდებლად, მესამე პირების მიერ დროთა განმავლობაში ხდებოდა აღნიშნული ტერიტორიის ნაყარი მასალით შევსება, რამაც წარმოქმნა დიდი ზომის გეოლოგიურად არასტაბილური მიწის ფერდობი. ადგილზე სამუშაოები რამდენიმე დღეა, მიმდინარეობს.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: