
ცივი ზაფხული - რა ახდენს გავლენას ამინდის მკვეთრ ცვლილებასა და ქვეყნებს შორის ტემპერატურის ასეთ დიდ სხვაობაზე - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „შუადღე“ ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების განყოფილების უფროსმა ხათუნა ქოქოსაძემ ისაუბრა:
„დასავლეთ ევროპის ნაწილში დაიწყო ზოგადად მაღალი ტემპერატურები. ტემპერატურის მატებას კი განაპირობებს სამხრეთიდან წამოსული ცხელი ჰაერი. უფრო აფრიკის ჩრდილო ნაწილიდან გადმოდის. ჯერ დასავლეთ ევროპა მოიცვა და შემდეგ აღმოსავლეთისკენ გადმოვიდა.
ჩვენ ტერიტორიაზე, საქართველოში ვრცელდება სკანდინავიიდან გადმოსული ციკლონი, ცივი და ნოტიო ჰაერის მასები. კავკასიონამდე ჩამოდის და შემდეგ ვრცელდება დანარჩენ ტერიტორიაზე. ამის გამო საქართველოს უმეტეს რაიონში წვიმა არის და ტემპერატურაც დაბალი.
მომდევნო პერიოდში ცხელი ჰაერის მასა, რომელიც სამხრეთიდან ამოდის გადმოიწევს ჩვენკენაც. მომდევნო კვირაში მაღალი ტემპერატურები იქნება ქვეყანაში“, - განმარტა ხათუნა ქოქოსაძემ.
მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„საოცრად გამოიყურები...“ - თაკო ჩხეიძე ბარსელონას ქუჩებში პოზირებს
🎥 რა დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება კრაზანას ყვავილი? - სპეციალისტის რჩევები
⭕„ადამიანურ რესურსებს დიდი ალბათობით შეიწირავს...“ - რას წერს გიორგი ლობჯანიძე ხელოვნურ ინტელექტზე?