სასტიკი მკვლელობა თელავში - „პირველებმა" მომხდარის ახალი დეტალები გაარკვია. გავრცელებული ინფორმაციით, თეონა ბაღანაშვილი აბაზანაში მოკლეს. დანაშაულის ჩადენის დროს სახლში მუსიკა იყო ჩართული, რომ მეზობლებს ქალის კივილი არ გაეგოთ. ცნობილია ისიც, რომ დამნაშავე ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა.
მოკლულის ოჯახი დამნაშავის უმკაცრესად დასჯას მოითხოვს. მოკლულის დედა, რომელიც გვერდზე კორპუსში ცხოვრობს, მომხდარს იხსენებს.
„გოგო მოვიდა, რომ „ბებო, დედას ახრჩობს ის გარეწარიო“. ასევე ავიღე ტელეფონი და ამის გამომძიებელი ვინც იყო, იმიტომ, რომ 3 ოქტომბერსაც იყო ასეთი რაღაცა და დააჭერინა ამ უბედურმა. გამომძიებელს ვაიბერში მივწერე ხმოვანი შეტყობინება, რომ „ჩქარა, გიორგი, თორნიკეა მისული და მარის ახრჩობს“.
სანამ ისინი მივიდნენ, მანამდე ყელგამოჭრილი ჰყავდა. იმ წვიმაში მდგარა სადარბაზოში და უტირია... ჩემზეც იძალადა, ექსპერტიზაზეც ვიყავით მე და ეს უბედური. იმ თავიდან დღემდე ეუბნებოდა, რომ „შენ ცოცხალი გვამი ხარ, დადიხარ, მაგრამ გვამი ხარ“. არაფერი საეჭვიანო არ ჰქონდა, თვითონ იყო ფსიქოპათი. დაკავებული იყო, შეაცვლევინეს აზრი ამ უბედურს, თორემ ის 2000 არ უშველიდა მაგ გარეწარს. პირველ რიგში, ის და ბიძამისი უნდა ჩასვა. მარტოკა რომ დაიგულა. ის გოგო გამოექცა, ჩემამდე მოაღწია და ამის თვალწინ გამოჭრა ყელი. ის რომ გაიქცა, ბავშვი დაბლა, ყელგამოჭრილს ეხვეოდა. წლისა და 5 თვისა“, - ამბობს დედა.
23 წლის ქალის მკვლელობისთვის დაკავებულს დღეს ბრალს ოფიციალურად წარუდგნენ. ახალგაზრდა კაცს ოც წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სასტიკი ანგარიშსწორება გუშინ, 4 საათზე ალაზნის გამზირზე, ნაქირავებ ბინაში მოხდა, სადაც 26 წლის გოგო სამ არასრულწლოვანთან ერთად ცხოვრობდა. მამაკაცი ბინაში მოტყუებით შევიდა. მეზობლები ამტკიცებენ, რომ მათ კონფლიქტის ხმა არ გაუგიათ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ვის გაუმართლებს და ვის მოუწევს სიფრთხილის გამოჩენა - მთელი კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ცაგარელისგან
წყარო: tvpirveli.ge