Digest Logo

ცნობილი ექიმი დავით თელია გარდაიცვალა

1721461130
ცნობილი ექიმი დავით თელია გარდაიცვალა

ცნობილი ექიმი, დავით თელიას კლინიკის დამფუძნებელი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის შინაგანი მედიცინის დეპარტამენტის ალერგოლოგიისა და კლინიკური იმუნოლოგიის მიმართულების სრული პროფესორი დავით თელია 70 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ამის შესახებ  ინფორმაციას მისი ვაჟი, ცნობილი დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია ავრცელებს.

„გარდაიცვალა მამა - დავით თელია. პანაშვიდი - კვირა, ორშაბათი
გასვენება - სამშაბათი
მისამართი: ა. ანტონოვსკაიას N9ბ“, - წერს ზაზა თელია.

ცნობისათვის, 1994 წლიდან 1996 წლამდე დავით თელია მუშაობდა ალერგოლოგიის კათედრის დოცენტის, 1996 წლიდან პროფესორის, ხოლო 2001 წლიდან კათედრის გამგის თანამდებობებზე. 2001-2003 წლებში მოწვეული პროფესორის სტატუსით ლექციებს კითხულობდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახ. უნივერსიტეტის კომპიუტერული ტექნოლოგიების და გამოთვლიდი მათემატიკის კათედრაზე.

2003-2005 წლებში იყო თსსუ ექსპერიმენტული და კლინიკური სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი, ხოლო 2005-2006 წლებში სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორი.

იყო საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ექსპერტი (1977 წლიდან); ერთი სადოქტოროსა და ოთხი საკანდიდატო დისერტაციის ოფიციალური კონსულტანტი და ხელმძღვანელი; ავტორია 40 სამეცნიერო ნაშრომისა. მისი სამეცნიერო შრომები ეხება ალერგოზების ეპიდემიოლოგიას, ბრონქული ასთმის, კვებითი ალერგიისა და ატოპიური დერმატიტის შესწავლას ბავშვთა და მოზრდილთა პოპულაციაში და სხვა. პედიატრი, ალერგოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„შენ საუკეთესო მომავალი უნდა გქონოდა, როგორ გვტკივა ყველას...“ – ქართულ-ამერიკული უმაღლესი სკოლა რევი დემეტრაშვილის გარდაცვალებაზე

⭕„გოგო დღესასწაული“ - თიკა ფაცაციას ცეცხლოვანი ფოტოები

🎥 ელენე ეპიტაშვილის ნასროლი თაიგული გიორგი მამარდაშვილის დამ დაიჭირა - კულმინაციური მომენტი ვარსკვლავური ქორწილიდან