ქართველი იუმორისტი ამიკო ჩოხარაძე, რომელიც ეკრანებზე წლების განმავლობაში აღარ ჩანდა, სატელევიზიო სივრცეს ცოტა ხნის წინ დაუბრუნდა და მაყურებლის გულიც გაახარა.
ყველასთვის საყვარელ და მონატრებულ იუმორისტს დღეს დაბადების დღე აქვს. მან სოციალურ ქსელში უამრავი თბილი და დადებითი მისალოცი მესიჯი მიიღო საზოგადოებისგან.
„ყველაზე მაგარ ადამიანს ვულოცავ დაბადების დღეს“.
„ამიკო, ჩემი ბავშვობა ხარ, ძალიან მიყვარხარ და მინდა დიდხანს იყო ეკრანზე“.
„უმაგრეს ბიჭს ვულოცავ, იხარე და იბედნიერე“, - წერენ სოციალურ ქსელში.
„დაიჯესტი“ შეგახსენებთ, რომ ამიკო ჩოხარაძე ტელეეკრანებზე პოლიტიკური ვითარების გამო არ ჩანდა, თუმცა მოგვიანებით „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ის სხვადასხვა ტელეკომპანიაში კვლავ გამოჩნდა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 „ილო როგორ იხვეწება თანდათან...“- ნანა აროშიძე ოჯახურ კადრებს გვიზიარებს
🎥 „არც არაფერი შეცვლილა...“ - ნინუცა ორჯონიკიძე 40 წლის გახდა