Digest Logo

ცნობილია 53 წლის ქალის ვინაობა, რომელიც 74 წლის ქმარმა მოკლა - ახალი დეტალები

1759407882
თამარ დენტოშვილი

1-ელ ოქტომბერს, კახეთში, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში 74 წლის ალბერტ დავითელაშვილმა მასზე 21 წლით უმცროსი ცოლი მოკლა.

დაღუპულია 53 წლის თამარ დენტოშვილი, რომელიც სავარაუდოდ, წლების განმავლობაში მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო. 

დაკავებულმა ქალს ჯერ ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

„თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯუღაანში მოკლული ქალი, 53 წლის თამარ დენტოშვილია, რომელიც წარმოშობით ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდადან არის.

მეზობლების ინფორმაციით, ქალი წლების განმავლობაში მეუღლის მხრიდან ძალადობის მსხვერპლი იყო.

მისი მკვლელობის ბრალდებით დაკავებულია 74 წლის ალბერტ დავითელაშვილი, რომელიც მეზობლების თქმით, ხშირად სვამდა და წარსულში ცოლის მიმართ ძალადობის ფაქტზე პოლიციასთანაც ჰქონდა შეხება.

ადგილობრივების ინფორმაციით, მკვლელობის დღეს დავითელაშვილი დილიდან არაფხიზელი იყო.

მეუღლესთან ყოფით ნიადაგზე დაპირისპირებისას, ქალს ჯერ ბლაგვი საგანი ჩაარტყა თავში, შემდეგ კი ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.

მკვლელობამდე ერთი კვირით ადრე, ოჯახში კიდევ ერთი ინციდენტი მოხდა: ალბერტ დავითელაშვილის შვილი მამასთან ფიზიკური დაპირისპირების გამო, პოლიციამ დააკავა, რამაც ცოლ-ქმარს შორის კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა.

ბრალდებულს ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას ედავებიან, რაც 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დავითელაშვილი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი. ბრალს მას ოფიციალურად ხვალ წარუდგენენ“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესებთ:

„ბრალი მისი, ვინც გულში მაინც ვერ დაინახავს სხვის ამაგს, ბრალი მისი, ვინც ადამიანს გამოიყენებს ანგარებით...“ - რას წერს გია ჯაჯანიძე

კლინიკაში გარდაიცვალა ქალი, რომლის მკვლელობაც კასპში ყოფილმა ქმარმა განსაკუთრებული სისასტიკით სცადა

„ერთი სული მაქვს როდის გაგიზიარებთ იმ სიახლეს, რომელზედაც ვმუშაობ უკვე დიდი ხანია“ - ნინო ჩხეიძე